სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილი: კანონის წინაშე ყველა თანასწორია, პრეზიდენტიც და ფოტოგრაფიც

"ამ საქმის კონკრეტულ დეტალებს არ ვიცნობ", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რაიოსადგურ "ეხო მოსკვისათვის" მიცემულ ინტერვიუში საქართველოში რუსეთის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული ფოტოკორესპოდენტების საკითხის კომენტირებისას.

რუსი ჟურნალისტის შემხვედრ კითხვაზე - "მაგრამ თქვენს გარეშე თქვენს პირად ფოტოგრაფს ვერ დააკავებდნენ ..." საქართველოს პრეზიდენტი უპასუხა:

"მისი დაკავების შესახებ, ნახევარი საათით ადრე გავიგე. აქამდე საქმე უკვე მზად იყო და ეს სამაგალითოა. ანუ, ესე იგი, უპირველეს ყოვლისა, შესაძლოა საქმე ჩემს გარეშეც მომზადდეს და ეს სწორიცაა. იმიტომ რომ საქმე შეიძლება მომზადდეს, როგორც ჩემს პირად ფოტოგრაფზე, ისე ჩემს ნათესავებზე", – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი და აღნიშნავს, რომ მისი ძალიან ბევრი ნათესავი მოხვდა გამოძიების ქვეშ და მათ პრობლემები შეექმნათ.

"ამას სავსებით მივესალმები - ყველამ იცის ჩემი განწყობა: მე არ მაქვს არავითარი შეზღუდვა. ჩემი შვილიც რომ დაკავდეს ამით, დაე დააკავონ ჩემი შვილიც. მაგრამ ეს არ არის პარანოია, ეს უბრალოდ კანონის უზენაესობაა და ყველას თანასწორუფლებიანობაა, ისაა, რომ ჩვენ საქართველოში მერიტოკრატია შევქმენით, ანუ ადამიანები შედეგს თავიანთი ნიჭის წყალობით აღწევენ, თავად აბარებენ უმაღლეს სასწავლებლებში და თავად აკეთებენ თავიანთ კარიერას. ყველა სახელმწიფო დაწესებულება თანამშრომლებს ღია კონკურსის შემდეგ იღებს და ყველა ტენდერი ელექტრონული გვაქვს - ანუ უპირველეს ყოვლისა - მერიტოკრატია", _ აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

მიხეილ სააკაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია, პრეზიდენტიც და ფოტოგრაფიც.

"მეორე - კანონის წინაშე ყველას თანასწორობაა. პრეზიდენტი, არაპრეზიდენტი, ძმიშვილი, ბიძა და ა.შ. პირადი ფოტოგრაფი - ყველა თანასწორია. და ამაშია სწორედ საქმე. ეს ძალიან ძლიერი სისტემაა, მას აქვს სუსტი მხარეები, იმიტომ, რომ იგი ხელმისაწვდომია, მისით მანიპულირება ცუდადაც შეიძლება, თუმცა უპირატესობა გაცილებით მეტია, ვიდრე მისი ნეგატიური მხარეები", – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი და აღნიშნავს, რომ პირადი ფოტოგრაფის დაკავებით ძალიან გულნატკენი იყო.

"რაც შეეხება კონკრეტულად პირად ფოტოგრაფს, ძალიან გულნატკენი ვიყავი და ამ დრომდე ძალიან გულნატკენი ვარ. მაგრამ ჩემი პირადი გრძნობები აქ მეორე ადგილზეა და თითქოს აქ არაფერი პირადი არ შეიძლება არსებობდეს. მე, რა თქმა უნდა, მაქვს პირადი ურთიერთობები, მაგრამ ამ ქვეყანაში "business as usual" და ეს ასეც უნდა იყოს", - დასძინა პრეზიდენტმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100