სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს რეგიონებში "ფონდი ნატახტარის" საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო

26-30 ივლისს, „ფონდი ნატახტარი“ საქართველოს რეგიონის მასშტაბით, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში საინფორმაციო-საანგარიშო შეხვედრებს გამართავს. პირველი შეხვედრა ქუთაისშიდემოკრატიული ჩართულობის ცენტრშიშედგა. შეხვედრაზე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებს, იმერეთის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობების სოციალური სამსახურების თანამშრომლებსა და მედიას კომპანია „ნატახტარისა“ და ასოციაცია „ჩვენი სახლი - საქართველოს“ წარმომადგენლებმა „ფონდი ნატახტარისა“და ასოციაციის საქმიანობა და პროექტის „იზრუნე მომავალზე“ სპეციფიკა გააცნეს.

"ფონდმა ნატახტარმა" სტუმრებს პროექტის "იზრუნე მომავალზე" ფარგლებში მზრუნველობამოკლებული მოზარდების პროფესიული მომზადების, განათლებისა და დასაქმების კუთხით გაწეული საქმიანობის ხუთწლიანი დეტალური ანგარიში წარუდგინა. საქველმოქმედო პროექტის ფარგლებში 5 წლის მანძილზე ფონდში 587 857 ლარი შეგროვდა. აღნიშნული თანხა "ნატახტარის“ ლიმონათის თითოეული გაყიდული ბოთლიდან (შეფუთვის მიხედვით) 1,3 და 5 თეთრის მობილიზებით შეგროვდა. აღნიშნული თანხიდან 200-ზე მეტ მოზარდს სხვადასხვა ტიპის მომსახურება გაეწია, რათა მათ მომავალში ადვილად შეძლონ დასაქმება.

მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრები ბათუმში,ზუგდიდში,მარნეულში, თელავში,გორსა და ახალციხეშიც გაიმართება.

კომპანია „ნატახტარმა“ 2011 წლის ნოემბერში, დააფუძნა „ფონდი ნატახტარი“ და დაიწყო საქველმოქმედო პროექტის „იზრუნე მომავალზე“ განხორციელება. ყოველი წელს, 3 თვის განმავლობაში „ნატახტარის ლიმონათის“ თითოეული გაყიდული ბოთლიდან ფონდში ირიცხება 1, 3 და 5 თეთრი (შეფუთვების შესაბამისად). 5 წლის განმავლობაში ფონდში შეგროვდა 587857 ლარი და 200-ზე მეტ მოზარდს გაეწ სხვადასხვა ტიპის მომსახურება განათლებისა და დასაქმების კუთხით. პროექტი ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაცია „ჩვენი სახლი - საქართველოს“ მხარდაჭერით და საქართველოს პატრიარქის თანადგომითა და ლოცვა-კურთხევით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100