სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მეცნიერებმა კონტრაცეპტივების კიდევ ერთი უარყოფითი მხარე აღმოაჩინეს

ჩასახვის საწინააღმდეგო აბები შესაძლოა მავნებელი იყოს არამხოლოდ ფიზიოლოგიურად. მათ ქალისთვის ფსიქოლოგიური პრობლემების შექმნაც შეუძლიათ. აღნიშნული დასკვნა ნიდერლანდებში მდებარე გრონინგენის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ხანგრძლივი კვლევის შემდეგ გამოიტანეს.

მკვლევართა განმარტებით პრობლემის სათავე ის ფაქტი გახლავთ, რომ ჩასახვის საწინააღმდეგო აბები ქალს უყურადღებოს ხდის. ის ქალბატონები, რომლებიც კონტრაცეპტივებს სვამენ ნაკლებად ყურადღებიანი არიან პარტნიორების მიმართ, რაც საყვარელი ადამიანის დაკარგვის საფრთხეს წარმოქმნის. კვლევის შედეგებმა აჩვენა ისიც, რომ იგივე ქალბატონები ასევე უყურადღებონი არიან სხვა ქალბატონების მიმართ და ვერც კი ამჩვენევნ იმ კონკურენტის გამოჩენას, რომელმაც შესაძლოა საყვარელი მამაკაცი წაართვათ.

გრონინგენის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ, ზემოაღნიშნული კვლევის მიმდინარეობისას მეცნიერები 20-31 წლის ასაკის ქალბატონებს აკვირდებოდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100