სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პარლამენტი მედიაგამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს სავარაუდოდ, პარასკევს განიხილავს

მედიაგამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს პარლამენტი მეორე მოსმენით, მიმდინარე კვირას განიხილავს.
"მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტის მიმდინარე კვირის დღის წესრიგში შეტანა პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე, უმრავლესობის წევრმა კახა ანჯაფარიძემ მოითხოვა.
მისი თქმით, საკითხზე კონსულტაციები ხუთშაბათს დასრულდება, პარლამენტს კი მისი მეორე მოსმენით განხოლვა, პარასკევის პლენარულ სხდომაზე შეეძლება.
მედიაგამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი, რომელიც მედიასაშულაბების ფინანსურ გამჭვირვალობასთან ერთად, მისი მფლობელების ვინაობის გამჭვირვალობასაც ითვალისწინებს, პარლამენტში გასულ წელს დარეგისტრირდა. წლის ბოლოს პროექტი პირველი მოსმენითაც მიიღეს, თუმცა ამის შემდეგ, განხილვის პროცედურები, დეტალების შეთანხმებამდე, შეჩერდა. აღნიშნული პროექტით, ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანიებს მედიასაშუალების ფლობა ეკრძალებათ.
ინტერპრესნიუსი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100