სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"არა გაძვირებულ ცხოვრებას" - თბილისში, ქუთაისში, ფოთსა და ქობულეთში აქციები იმართება

ამ წუთებში საქართველოს 4 ქალაქში მოქალაქეები გაძვირებულ ცხოვრებას აპროტესტებენ. აქცია ერთდროულად თბილისში, ქუთაისში, ფოთსა და ქობულეთში იმართება. პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ ინფლაცია ბოლო 10 წლის განმავლობაში მაქსიმალურ ნიშნულზეა, საკვებ პროდუქტებსა და კომუნალურებზე კი გადასახადები რეკორდულად იზრდება. თბილისში აქციის მონაწილეები "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან არიან შეკრებილები. მათ თან აქვთ ბანერები წარწერებით - "ოცნება აღარიბებს" "მატყუარა მთავრობა". "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ ხელისუფლება კორუფციის ბუდეა, რომელმაც ქვეყანა გააღარიბა და ცხოვრება გააძვირა. პარტიის წევრის, ირაკლი ნადირაძის თქმით, აქციები გაგრძელდება მანამ, "სანამ ივანიშვილი ქვეყანას არ მოშორდება". იმერეთში მოქალაქეები სამხარეო ადმინისტრაციასთან შეიკრიბნენ ბანერებით - "ხელისუფლება დაგვცინის" "გამდიდრებული მთავრობა, მოტყუებული ხალხი". ფოთსა და ქობულეთში აქციები მერიის შენობებთან გაიმართა. ოპოზიცია ამბობს, რომ ეკონომიკური პრობლემების გამო, ხალხი საქართველოდან მიდის, პარალელურად კი მერია და მუნიციპალიტეტი ხელფასებს იზრდის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100