სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩაალაგეთ თქვენი ბარგი და დაახვიეთ, თქვენი მომკითხავი არავინ არ იქნება ხვალ საღამოდან - კილაძე "ძველ ბიჭებს"

ჩაალაგეთ თქვენი ბარგი და დაახვიეთ საქართველოდან სანამ ჯერ კიდევ გაქვთ დრო. თქვენი მომკითხავი არავინ არ იქნება ხვალ საღამოდან - "ქართული ოცნებისა" და კრიმინალური სამყაროს გარიგებებთან დაკავშირებით მორიგ განცხადებას აკეთებს ელისო კილაძე.

"დღის სტუმრის" ეთერში საუბრისას კილაძემ თქვა, რომ კალაძის ორგანიზებით, ე.წ. ქუჩის ბიჭები და ე.წ. კანონიერი ქურდები ხვალინდელ არჩევნებზეც გეგმავდნენ აქტიურობას, თუმცა მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლამ მათი გეგმები თავდაყირა დააყენა:

"ვურჩევ იმ შპანას, რომელიც შემოყარეს წინასაარჩევნოდ, ხვალ რომ უნდა გეძალადათ, ხალხი დაგეშინებინათ, ნარკოტიკები დაგერიგებინათ, ფული დაგერიგებინათ და 8 სული ქურდის მეგობარი კახი კალაძე თბილისის მერად გაგეყვანათ პირველივე ტურში, სანამ დრო გაქვთ ჩაალაგეთ ბარგი და დაითესეთ საქართველოდან" - ამბობს კილაძე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100