სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

10 უცნაური მოწყობილობა, რომლებიც სამზარეულოში აუცილებლად უნდა გქონდეთ

ბოლო პერიოდის ყველაზე აქტუალური თემა და დროის საინტერესოდ გატარების ერთ-ერთი გავრცელებული ხერხი კულინარია იყო. გაჩნდა უამრავი ახალი გვერდი და პლატფორმა, სადაც ადამიანები ერთმანეთს სხვადასხვა გამოცდილებებსა და რეცეპტებს უზიარებდნენ. გაჩნდა ბევრი საინტერესო და უცხო რეცეპტი, კერძის მომზადების მრავალფეროვანი ხერხი და ტექნოლოგი. აღმოჩნდა, რომ კერძებს ამზადებს ყველა და ყველგან. სწორედ ამ სფეროს სეთმა გააქტიურებამ გვიბიძგა, თქვენთვის გვეჩვენებინა ერთი შეხედვით უცნაური, თუმცა საჭირო მოწყობილობები, რომლებიც სამზარეულოში ტრიალს და კერძების მომზადებას გაგიმარტივებთ.

მაშ ასე:

სალათის მაკრატელი:

ეს მაკრატელი ერთი შეხედვით ჩვეულებრივს გავს, თუმცა მისი ბასრი და რამდენიმეფენიანი დანები, იდეალურია მწვანილის, სალათის ფოთლის, რბილი ხორცისა და სხვადასხვა პროდუქტის სასურველ ზომაზე დასაჭრელად. ეს მაკრატელი გაგიმარტივებთ და საგრძნობლად შეგიმცირებთ პროდუქტის მოსამზადებლად საჭირო დროს. ამ მაკრატლისა და სხვა საყოფაცხოვრებო პროდუქციის უდიდესი არჩევანის ნახვა ჰიპერმარკეტების ქსელ „გორგიაშია“ შესაძლებელი. მისი ფასი კი მხოლოდ 9 ლარი და 15 თეთრია.

ნივრის სათლელი:

რამდენჯერ შეწუხებულხართ სადილის კეთებისას ნივრის თხელი ფოთლებით, რომელიც დანით გაფცქვნისას დანას და დაფას ეკვრება და შეიძლება, საკვებშიც კი მოხვდეს. ამ უსიამოვნების თავიდან აცილებაში ეს პატარა სილიკონის რგოლი დაგეხმარებათ, რომლის მეშვეობითაც 2-3 წამში ნიორს იდეალურად გაასუფთავებთ. მისი ფასი კი „გორგიაში“ მხოლოდ 3 ლარი და 90 თეთრია.

პომიდვრის საჭრელი:

ამ მოწყობილობის დახმარებით, პომიდორს უსწრაფესად დაჭრით იდეალურ და თანაბარ ნაჭრებად. პომიდვრის გარდა, მისი გამოყენება ნებისმიერი ხილისა თუ ბოსტნეულის დასაჭრელად გამოგადგებათ. ამ ძალიან საჭირო სამზარეულოს აქსესუარსაც „გორგიაში“ 3 ლარად და 20 თეთრად შეიძენთ.

კვერცხის საჭრელი:

ამ პატარა მოწყობილობის დახმარებით მოხარშულ კვერცხს სწრაფად, თანაბრად და სუფთად დაჭრით. მისი ფასი კი მხოლოდ 8 ლარ და 20 თეთრია.

ხილისა და ბოსტნეულის გასასუფთავებელი მოწყობილობები:

ზაფხული აქტიური სეზონია ზამთრისთვის სხვადასხვა პროდუქტის მოსამზადებლად. იქნება ეს მურაბები, კომპოტები, ჯემები და ა.შ. ეს მოწყობილობები იდეალურია სხვადასხვა ხილისა და ბოსტნეულის გამოსაშიგნად და გასასუფთავებლად. ამ მეთოდით თქვენ დიდი რაოდენობის პროდუქტს უმოკლეს ვადაში დაამუშავებთ. მათი ფასი „გორგიაში“ 6 ლარი და 55 თეთრიდან იწყება.

სტაფილოსა და კიტრის დასაჭრელი:

ნებისმიერი კერძი, გემრიელის გარდა, ვიზუალურადაც ლამაზი უნდა იყოს. ამ მოწყობილობების დახმარებით, თქვენ მიერ სახლში გაკეთებულ კერძს მარტივად და ლამაზად გააფორმებთ სხვადასხვა ხილითა და ბოსტნეულით. მათი ფასი „გორგიაში“ მხოლოდ 4 ლარი და 45 თეთრიდან იწყება.

საკვების გადასაწური:

სხვადასხვა კერძის მომზადებისას საჭიროა მისთვის წყლის გამოცვლა, გადაწურვა. ამ პროცესში შესაძლებელია პროდუქტი წყალს გადაყვეს, ან სულაც გადავარდეს. ამ მოწყობილობის საშუალებით ეს პროცედურაც საგრძნობლად გაგიმარტივდებათ. მისი ფასი 9 ლარი და 20 თეთრია.

ჭურჭლის დასაჭერი მოწყობილობა:

კერძის მომზადებისას, ხშირად გიწევთ თავსახურისა და სხვა ჭურჭლი გადაადგილება. იმისთვის, რომ ეს ჭურჭელი შორს არ გადაიტანოთ და სივრცე არ დასვაროთ, ეს მოწყობილობა დაგეხმარებათ, რომელიც საკმაოდ კომპაქტურია და გაზქურასთან ახლოს შეძლებთ სახურავისა და კოვზის, ან სხვა ჭურჭლის მოთავსებას, საკვების მზადებისას. მისი ფასი 4 ლარი და 50 თეთრია.

სილიკონის დრეკადი საჭრელი დაფა:

ამ დაფის საშუალებით დაჭრილ პროდუქტს მარტივად მოათავსებთ ჭურჭელში ისე, რომ არ გადმოგეყრებათ. მისი ფასი „გორგიაში“ 8 ლარი და 10 თეთრია.

ბოსტნეულის საჭრელი მოწყობილობა:

ამ მოწყობილობაში უცნაური და ორიგინალური არაფერია, თუმცა ხელმისაწვდომობისა და პრაქტიკულობის გამო, ნამდვილად იმსახურებს საპატიო ადგილს ამ სიაში. მისი დახმარებით ნებისმიერი სახის ბოსტნეულისა და ხილის სალათას, უმოკლეს დროში, ძალიან მარტივად გააკეთებთ. მისი ფასი კი მხოლოდ 12 ლარი და 60 თეთრია.

ამ და კიდევ 50 000-მდე დასახელების პროდუქციის შეძენას თქვენი სახლისა და რემონტისთვის ჰიპერმარკეტების ქსელ „გორგიაში“, საქართველოში ყველაზე იაფად შეძლებთ. ნებისმიერი პროდქტის შეძენას, ასევე, სახლიდან გაუსვლელად, საიტის www.gorgia.ge მეშვეობითაც შეძლებთ, სადაც ცოტა ხნის წინ ონლაინ განვადების ფუნქციაც ამუშავდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100