ჯენიფერ ლოპესი ნიუ-იორკის ქუჩებში თავზე პირსახოცშემოხვეული დასეირნობს
ლათინო-ამერიკელი მომრერალი, მსახიობი და მოცეკვავე ჯენიფერ ლოპესი ნიუ-იორკის ქუჩებში თავზე აბაზანის პირსახოცით გამოჩნდა. ამ "ლუქით" ის საკუთარ კონცერტზე გაემართა, რომელიც "მედისონ-სკვერ-გარდენში" უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო გადაიდო.
უცნობია, თუ რატომ ჰქონდა შემოხვეული თავზე პირსახოცი მომღერალს, თუმცა საზოგადოების აზრი ორად გაიყო - ჯეი ლომ თმის გაშრობა ვერ მოასწრო და კონცერტის ლოკაციამდე ასე გადაწყვიტა მისვლა, ან უბრალოდ ცდილობდა შენიღბულიყო, რათა ხალხს ქუჩაში არ ეცნო, თუმცა რთულია ასეთი თვალშისაცემი და უცნაური გარეგნობით ვინმეს არ შეემჩნია. თავად მომღერალი ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.
კომენტარი