სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

Facebook ტელევიზიისა და მუსიკის ინტეგრირებას აპირებს

სოციალური ქსელი Facebook თავისი მომხმარებლებს მუსიკის მოსმენასა და ტელევიზიით სარგებლობას შესთავაზებს. მუსიკის ციფრულ სერვისთან Spotify და ვიდეო სერვის Hulu-სთან მჭიდრო კავშირი უზრუნველყოფს იმას, რომ მედია სოციალური ქსელის განუყოფელი ნაწილი გახდება.

ეს სიახლე, Facebook-მა F8 დეველოპერების კონფერენციაზე 21 სექტემბერს სან-ფრანცისკოში გამოაცხადა. მოსალოდნელია, რომ გაიზრდება სოციალურ ქსელზე მომხმარებლების აქტივობა. მომხმარებელს შეეძლება მეგობრებს შეატყობინოს რომელ სტატიებს კითხულობს, ან რომელ მუსიკას უსმენს მთელი დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ ორ მომხმარებელს ექნება სურვილი მიიღოს მუსიკის სერვისი, როგორიცაა Spotify, ისინი შეძლებენ ერთად მოუსმინონ სასურველ კომპოზიციას.

მედიის ასე აქტიურად ჩართვა სოციალურ ქსელში განაპირობა იმან, რომ ბოლო დროს facebook-ს აქტიური კონკურენტი გამოუჩნდა Google-სგან, რომელმაც მიმდინარე წლის ივნისში სოციალური ქსელი Google+ შესთავაზა მომხმარებელს. უკანასკნელი კვირების განმავლობაში facebook-მა, რომელსაც 750 მილიონი მომხმარებელი ყავს, დაიწყო საკუთარი მომსახურების შეცვლა.

„facebook საკუთარ თავს წარმოადგენს არა მხოლოდ სოციალურ გრაფიკას ინტერნეტში, არამედ ის წარმოდგენილია როგორც თქვენი ინტერნეტ-ცხოვრება," ამბობს დამოუკიდებელი ტექნოლოგიების და ბაზრის კვლევითი კომპანია Forrester Research-ის ანალიტიკოსი შონ კორკორენი (Sean Corcoran). მისი თქმით, ამ სიახლით facebook არა მხოლოდ კოზირს ჩამოდის მეტოქე Google-თან, არამედ ხსნის სრულიად ახალ შესაძლებლობებს. „კონფიდენციალურობის საკითხის მოგვარება ამ პროცესს ცოტა შეანელებს", დასძინა მან .

ნაცრისფერ მაისურში, ჯინსსა და ბოტასებში გამოწყობილმა მარკ ცუკერბერგმა თქვა, რომ ის facebook-ის პარტნიორი მუსიკალური კომპანიები თავიდან ქმნიან სამუსიკო ინდუსტრიას და ბიზნეს მოდელებს ამ ინდუსტრიისთვის.

„მათ ჯერათ, რომ მუსიკალური ბიზნესის მუშაობა არ უნდა იყოს მცდელობა იმისა, რომ დაგბლოკონ იმის გამო, რომ უსმენ სიმღერას, რომელიც არ გიყიდია," თქვა ცუკერბერგმა. .

ცუკერბერგთან ერთად სცენაზე ავიდა Neflix-ის აღმასრულებელი შეფი, facebook-ის საბჭოს წევრი რიდ ჰასთინგი (Reed Hastings), რომელმაც თქვა, რომ აღტაცებულია facebook-თან მჭიდრო კავშირით, მაგრამ ამ კავშირის დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა.

Facebook-ში მუსიკის მოსმენა, ფილმების ყურება და მედიის ინტეგრაცია მომახმარებლებს უფრო და უფრო მეტ დროს გაატარებინებს ამ სოციალურ ქსელში.

სტატია გამოქვეყნდა media.ge-ში, Reuters-ზე დაყრდნობით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100