სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თბილისში ავეჯის ფორუმი იხსნება

დღეს თბილისში ავეჯის ფორუმი იხსნება. ორდღიანი ფორუმი ავეჯის მწარმოებელი კომპანია „ემბავუდი-საქართველოს" ორგანიზებით იმართება და მასში მონაწილეობას მიიღებენ კომპანიის არსებული და პოტენციური პარტნიორები ყაზახეთიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, თურქმენეთიდან, ტაჯიკეთიდან და აზერბაიჯანიდან.

ფორუმის მიმდინარეობისას განხილული იქნება ავეჯის საერთაშორისო ვაჭრობასთან დაკავშირებული თემები. როგორც „ემბავუდ–საქართველოში“ აცხადებენ, ფორუმის მიზანია საქართველოდან ავეჯის ექსპორტის გაზრდის მიზნით სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან საერთო ინტერესების გამონახვა და ქართული პროდუქციის უცხოელი პარტნიორებისთვის უკეთ გაცნობა.

„ემბავუდი“ საქართველოდან ექსპორტს 2007 წლიდან ახორციელებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100