სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ავტოსაგზაო შემთხვევას ბათუმში ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, არიან დაშავებულებიც

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში. თამარის დასახლებაში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი დაშავდა.

დაშავებულები ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში არიან მოთავსებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება. მუხლი ითვალისწინებს 4-დან 7 წლამდე პატიმრობას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100