სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ახალი საკალათბურთო სეზონის სუპერთასი 12 ოქტომბერს გათამაშდება.

ლეგენდარული ქართველი კალათბურთელის, ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასს გასული სეზონის ჩემპიონი „დინამო თბილისი“ და საქართველოს თასის მფლობელი „ქუთაისი 2010“ გაითამაშებენ.

სუპერთასის სეზონის დასაწყისში გადმოტანა შარშან დამკვიდრდა. მანამდე აღნიშნული ტიტული სეზონის ბოლოს - ჩემპიონსა და თასის მფლობელს შორის თამაშდებოდა.

„დინამომ“ და „ქუთაისმა“ წინა სეზონის ყველა ტიტული ერთმანეთში გაინაწილეს და დარჩა 1 - სუპერთასი, რომლის მფლობელიც ამ გუნდების დაპირისპირებაში 12 ოქტომბერს გაირკვევა.
სუპერთასის მატჩს 12 ოქტომბერს თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100