სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ნიუ ჰოსპიტალსი“ 5 წლისაა!

მულტიპროფილური კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალსმა“ 5 წლის იუბილე აღნიშნა. იუბილეს კლინიკის თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

კლინიკაში ამჟამად დასაქმებულმა 1200-მდე ადამიანმა 288 000 პაციენტს გაუწია კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება.

„სანდოობა და პაციენტის კეთილდღეობა ჩვენი, როგორც ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის საქმიანობის საწინდარია. ჩვენი მიმართულებაა კეთილსინდისიერება თითოეულ დეპარტამენტში. „ნიუ ჰოსპიტალსის“ მიზანია ყველას შესთავაზოს სრული, მაღალი ხარისხიანი და ხელმისაწვდომი მკურნალობა“- აცხადებენ „ნიუ ჰოსპიტალსში“.

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ერთ-ერთი უდიდესი სამედიცინო დაწესებულებაა მთელს რეგიონში და მუდმივად სთავაზობს მომხმარებელს ევროპული ხარისხის სამედიცინო მომსახურებას, რომელიც განპირობებულია 35 მილიონი ევროს ოდენობის მთლიანი ინვესტიციით. „ნიუ ჰოსპიტალსი“ აქტიურად თანამშრომლობს როგორც ევროპულ, ასევე ამერიკულ კლინიკებთან. ჩვენი მენეჯმენტი ორიენტირებულია დასაქამებულთა უწყვეტ პროფესულ განათლებასა და განვითარებაზე. აქედან გამომდინარე, ჩვენი სამედიცინო პერსონალი მუდმივად ეცნობა საერთაშორისო მიღწევებს მსოფლიოს საუკეთესო კლინიკებში და ნერგავს ამ სტანდარტებს საქართველოში.

„ნიუ ჰოსპიტალსი“ არის ერთ-ერთი პირველი ქართული მულტიპროფილური კლინიკა, რომლემაც დაიწყო აქტიური მუშაობა სამედიცინო ტურიზმის მიმარულებით. დღესდღეობით, ჩვენი კლინიკა 20,000-ზე მეტ უცხოელ პაციენტს მოემსახურა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100