სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საბერძნეთში 100 ქართველი დააკავეს

საბერძნეთში 100-მდე ქართველი დააკავეს. საქართველოს მოქალაქეები სხვადსახვა სამედიცინო დაწესებულებებში აიყვანეს და გამოძიება მათ არალეგალურ საქმიანობაში ადანაშაულებს.

მათ ნაწილი უკვე გაათავისუფლეს, 40 ადამიანი კი პატიმრობაში რჩება. მათ საერთოდ არ გააჩნიათ არანაირი პიროვნების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. ისინი სხვადასხვა წინასწარი დაკავების იზოლატორში არიან მოთავსებულები.

"არიან დროებითი დაკავების იზოლატორებში განთავსებულები. არიან ისეთები, რომლებსაც არანაირი დოკუმენტაცია არ აქვთ, ამიტომ შეიქმნა პრობლემა. ისინი ითხოვენ, რომ საქართველოს საკონსულომ რაიმე სახელმწიფოს მიერ დადასტურებული დოკუმენტი, რითაც ისინი დაადასტურებენ, რომ ზუსტად ის პიროვნებები, ჩაატარონ სასამართლო და განთავისუფლდენენ. თუ ეს ვერ მოხვდება 6 თვე დააკავებენ და მოხდება დეპორტაცია,"-განაცხადა კურიერთან საუბრისას ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ავთო გიუნაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100