სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კაზრეთელი მუშები: "საია გრანტებს ჭამს, ჩვენ რა ვჭამოთ?"

ეს გახლავთ პრეზიდენტიის ადმინისტრაციის წინ შეკრებილი მუშების ერთ-ერთი მთავარი სლოგანი.

"არემჯის" 700 მდე თანამშრომელმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ აქცია გამართა. ბოლნისიდან ჩამოსული ადამიანები პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვდნენ.

"რატომ გვტოვებს საქართველოს მთავრობა 3000 ადამიანს უმუშევარს? რატომ არ ინტერესებს საქართველოს პრეზიდენტს ჩვენი პრობლემები და რატომ გტოვებენ მშივრებს.?"

ამ კითხვებზე პასუხი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მუშებისთვის არავის გაუცია. მუშებმა კანცელარიისკენ გადაინაცვლეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100