სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჰიდროენერგოპოტენციალის ათვისება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის უმთავრესია

საქართველოს ჰიდროენერგოპოტენციალის ათვისება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის უმთავრესია და საქართველოს საბანკო სექტორი ამ პროცესში მონაწილეობისთვის სრულ მზადყოფნას გამოთქვამს.

„თიბისი ბანკის“ აქციონერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ქვეყნისთვის სასიკეთო საკითხები, მათ შორის ხუდონჰესის მშენებლობა დიალოგის რეჟიმში და პროფესიულ ჭრილში უნდა განიხილებოდეს.

ბიზნესმენი ამ პროექტის დაძვრაში წინააღმდეგობრივს ვერაფერს ხედავს, რადგან ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები მაქსიმალურად დაცულია.

ინვესტორი მათ სოციალურ რეაბილიტაციაზე სრულ გარანტიას იძლევა და დამატებითი მოთხოვნების შესრულებისთვისაც მზად არის. ამასთან, გარემოზე ზემოქმედების შეფასება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად არის მომზადებული და ამ მიმართულებითაც ინვესტორი მზადაა დამატებითი გარანტიებისთვის.

ბადრი ჯაფარიძეს მიაჩნია, რომ ადგილობრივ მოსახლეობასთან მეტი საიხლოვეა საჭირო და მათთვის სათანადოდ ახსნა, თუ რა სარგებელს მიიღებენ და მნიშვნელობას თავად განსაზღვრავენ.

ბადრი ჯაფარიძეს მიაჩნია, რომ სვანეთის განვითარების ეს გზა სწორია. ეს თემა მისთვის ძალიან სენსიტიურია, რადგან განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ამ კუთხესთან.

მისივე განცხადებით, იქაურებთან ულტიმატუმის ენა მიუღებელია და დიალოგის რეჟიმში ყველა პრობლემის მოგვარება შეიძლება.

ამასთან, ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ „თიბისი ბანკი“, ენერგეტიკის სექტორის აქტიური დამფინანსებელია. ოთხ მსხვილ პროექტში მონაწილეობს და სინდიცირების გზით არც მსხვილი პროექტების დაფინანსებას გამორიცხავს.

მან განაცხადა, რომ საბანკო სექტორისთვის 100 და არც 150 მილიონის დაკრედიტების პრობლემა არ დგას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100