სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

4 შვილის დედა, რომელიც „სათავგადასავლო რალი საქართველოს“ გამარჯვებული გახდა - ანა ჭეიშვილის და გიორგი კაპანაძის ეკიპაჟი #12

ეკიპაჟი #12 - ანა ჭეიშვილის და გიორგი კაპანაძის გუნდი "caspers" „სათავგადასავლო რალი საქართველოს“ შეჯიბრებაში საპრიზო - მესამე ადგილი მოიპოვა და შეჟიბრის გამარჯვებული გახდა. ცოლ-ქმარი საავტომობილო შეჯიბრებაში გასული წლიდან მონაწილეობს.


„სათავგადასავლო რალი საქართველო“ საავტომობილო შეჯიბრებისა და ტურისტული ჯიპ-ტურის ნაზავია, რომელიც უკვე მესამე წელია, წარმატებით ტარდება საქართველოში და პირველი, რომ საქველმოქმედო მისია აქვს და მეორე – ქალთა როლის გაძლიერებას უწყობს ხელს.

6 დღე, 1500 კილომეტრი და ყველგანმავალი ავტომობილები, რომლებსაც, ამჯერად, ძირითადად ქალბატონები მართავდნენ.


რატომ უნდა იცნოდეთ ეკიპაჟ #12-ს? რითი არიან ისინი გამორჩეულები და რატომ უნდა იცოდეთ კონკრეტულად ანა ჭეიშვილზე? - იმიტომ, რომ 33 წლის ახალგაზრდა ქალბატონი, რალის 6 დღიანი ტურნეში მისმა ოთხმა შვილმა გააცილა. დიახ, სწორად მოგესმათ, ანა 4 შვილის დედაა. თომა, ელენე, საბა და ლუკა გულისფანცქალით ელოდებოდნენ დედ-მამის სახლში დაბრუნებას და მათ გამარჯვებას გულშემატკივრობდნენ.


დიახ, ანა ამსხვრევს ქართულ სტერეოტიპს, მას შეუძლია იყოს ოთხი შვილის იდეალური დედა, შესანიშნავი მეუღლე და ასევე, მუშაობდეს.

ანა ჭეიშვილი LAB • ლაბ - ის თანამშრომელია. IT კომპანიას ანას გამარჯვებას პოსტიც კი მიუძღვნა და აღნიშნა, რომ ამაყობს ასეთი კადრით.

ამიტომ, თუ შენ ხარ ქალი, დედა და ფიქრობ, რომ შენი ქალური როლი ოჯახს არ უნდა გასცდეს, ცდები.

ანა ჭეიშვილი, ისევე როგორც, უკვე, არც თუ ისე ცოტა ქალი, მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება იყოს ქალი წარმატებული ოჯახშიც, კარიერაშიც და რალის ჩემპიონატიც კი მოიგოს.


"მარტივი არ იყო, ძალიან ძლიერ კონკურენტებს შორის, საპრიზო ადგილის მოპოვება. მადლობა ყველას თანადგომისთვის, მხარდაჭერისთვის და მოტივაციისთვის. მადლობა ჩემს შვილებს, ჩემს ერთგულ ძიძას და ბებიკოებს, სრული მხარდაჭერისთვის.

"მადლობა Rally Adventure Georgia _ს ორგანიზატორებს, Véra Murgulia _ს და მის გუნდს, ამ ინოვაციური პროექტის კიდევ ერთხელ მშვიდობით და წარმატებულად განხორციელებისთვის.

მადლობა ჩვენს მეგობარ ეკიპაჟებს, რომელთა გვერდში დგომის გარეშე, ეს დღეები ესეთი საინტერესო და სასიამოვნო ვერ იქნებოდა.

მადლობა, როგორც რალის, ასევე პირადად ჩვენი ეკიპაჟის სპონსორებს.
მადლობა თქვენ, LAB • ლაბ , რომ გამუდმებით ზრუნავთ ქალთა როლის გაძლიერებაზე არატრადიციულ სფეროებში.

მადლობა Lenovo-ს წარმომადგენლობას საქართველოში მხარდაჭერისთვის.
და რა თქმა უნდა, მადლობა ჩემს მეგობრებს, ქველმოქმედებისთვის". - ამბობს ანა ჭეიშვილი.


Rally Adventure Georgia-მ სტარტი 11 ოქტომბერს, თბილისში აიღო. ასპარეზობის განმავლობაში მონაწილეები საკუთარ და ავტომობილების შესაძლებლობებს გამოცადეს სხვადასხვა ტიპის დაბრკოლებების გადალახვაში. მონაწილეებმა ფინიშის ხაზი ბათუმში, 16 ოქტომბერს გადაკვეთეს და თბილისში დაბრუნდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100