სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"თვითმხილველი გოგონა შეეცადა, რომ შეეჩერებინა მკვლელი, იქვე მსხდომ მამაკაცებსაც სთხოვა დახმარება, მაგრამ მათ არანაირი რეაგირება არ მოახდინეს"

თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფარი შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს:

ძალიან ხშირია ქალაქ რუსთავში ძაღლების მიმართ ძალადობის ფაქტები. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ რუსთავი მოსახლეობას, რომ შეეწყვიტათ ცხოველების მიმართ აგრესია, მაგრამ ფაქტია, რომ ამ მოწოდებამ არ გაჭრა და კვლავ განაგრძობენ რუსთაველები სიბნელეში და ძალადობაში ცხოვრებას.
ამას მოწმობს გუშინ რუსთავში მომხდარი ვანდალური შემთხვევა, რომლის შემსწრენი გახდნენ არასრულწლოვნები. თვითმხილველი ერთ-ერთი გოგონა შეეცადა, რომ შეეჩერებინა მკვლელი, იქვე მსხდომ მამაკაცებსაც სთხოვა დახმარება, მაგრამ მათ არანაირი რეაგირება არ მოახდინეს, არაფრად ჩააგდეს ბავშვების ხვეწნა-მუდარა. ვიდეოზე კარგად ჩანს მოძალადე მამაკაცმა რაც ჩაიდინა.
ამასთან დაკავშირებით ცხოველთა დამცველი თამაზ ელიზბარაშვილი მიმართავს რუსთავის მოსახლეობას და ,,შინაგან საქმეთა სამინიტროს“:
,,ისევდაისევ მოვუწოდებთ რუსთაველებს, თუ შემორჩენიათ ადამიანობა და მათ შორის ერთი ვაჟკაცი მაინც არის, წინ აღუდგნენ ამ ბოროტებას და სისასტიკეს.
ასევე მივმართავ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia-ს, რომ უმკაცრესად დასაჯონ მკვლელი, რომელმაც ბავშვების თვალწინ ჩაიდინა მკვლელობა“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100