„მიკრომეწარმე 2015“-ის გალა დაჯილდოვება 30 ნოემბერს გაიმართება
30 ნოემბერს, 19:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ (თბილისი, თავისუფლების N4) გაიმართა „მიკრომეწარმე 2015“-ის გალა დაჯილდოვება. პროექტი საქართველოში წელს პირველად ტარდება საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის და მიკროსაფინანსო ცენტრის (MFC, პოლონეთი) ორგანიზებით. „მიკრომეწარმე 2015“-ის ხორციელდება პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში. კონკურსის ფინანსური მხარდამჭერია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ღონისძიებას დაესწრებიან საპარლამენტო და კერძო სტრუქტურების, კერძო სექტორის, საერთაშორისო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, სპეციალური სტუმრები პოლონეთიდან და პოლონეთის კონსული საქართველოში ბატონი მარჩის ზოხოვსკი.
„მიკრომეწარმე 2015“-ის მიზანია ხელი შეუწყოს მეწარმეობის განვითარებას და გამოავლინოს საუკეთესო მიკრომეწარმეები, რომლებიც წარმატებით უძღვებიან და ანვითარებენ საკუთარ ბიზნესს საქართველოში.
კონკურსში ასობით განაცხადი შევიდა ქვეყნის ყველა რეგიონიდან. თითეული განაცხადი და სააპლიკაციო ფორმა დეტალურად იქნა განხილული და შესწავლილი კომპეტენტური ჟიურის მიერ, რომლის შემადგენლობაშიც არიან: გიორგი გახარია - ბიზნეს ომბუსმენი, პრემიერ მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში -ეკონომიკური საბჭოს მდივანი; მიხეილ ჭელიძე - საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტი; თინათინ რუხაძე - ორგანიზაცია „ქალები მომავლისთვის“ გენერალური დირექტორი და კომპანია „ეისითი - ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფის“ გენერალური დირექტორი; ლევან კალანდაძე - ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში; ალექსანდრე გომიაშვილი - „კრედიტინფოს“ გენერალური დირექტორი; ზურაბ ლალაზაშვილი - BDO-ს მმართველი პარტნიორი; ლევან გოგოლაძე - PMO Business Consulting-ის პარტნიორი; თამარ ლებანიძე - ფონდ „კონსტანტას“ გამგეობის თავმჯდომარე; ნინო ზამბახიძე - საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე; ბესიკ შენგელია - საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე და მისო „ლაზიკა კაპიტალის“ დირექტორი; არჩილ ბაკურაძე - მისო „კრისტალის“ გამგეობის თავმჯომარე და საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის გამგეობის წევრი და აიეტი კუკავა - „ ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი და საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის გამგეობის წევრი. ჟიურის გადაწყვეტილება და გამარჯვებულების ვინაობა მხოლოდ 30 ნოემბერს გახდება ცნობილი. პროექტის გალა დაჯილდოვებაზე გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში: წლის საუკეთესო მიკრომეწარმე, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მიკრომეწარმე; წლის საუკეთესო ქალი მიკრომეწარმე; წლის ყველაზე ინოვაციური მიკრომეწარმე და წლის სოციალურად ორიენტირებული მიკრომეწარმე. კონკურსის საპრიზო ფონდი 15 000 ლარს შეადგენს. წლის საუკეთესომ იკრომეწარმე 5 000 ლარს მიიღებს ჯილდოდ.
გალა დაჯილდოვებამდე დაგეგმილია გამოფენა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მიკრო საფინანსო ასოციაციის წევრი ორგანიზაციები: კრედო, ლაზიკა კაპიტალი, კრისტალი, ბი-აი-ჯი, სვის კაპიტალი და ფინკა ბანკი. აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტები „მიკრომეწარმე 2015 -ის სპონსორები და მხარდამჭერები არიან.
###დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ პროექტის ოფიციალურ ვებ გვერდზე: award.microfinance.ge. პროექტი ხორციელდება პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით პოლონეთის განვითარებისთანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.
კომენტარი