სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიტინგები არ იქნება

საზოგადოებას ერთი კითხვა აწუხებს. რა პროცესების მომსწრე გავხდებით არჩევნების შემდეგ. „დრონი ჯი“-ის ინფორმაციით „ეროვნული საბჭოს“ მიერ დაანონსებული აქციები აღარ გაიმართება. „ეროვნული საბჭო“ შემოდგომამდე ტაიმ-აუტს იღებს. შემოდგომაზე საპროტესტო გამოსვლები დაიწყება. „ეროვნული საბჭოს“ დირექტორი ხელისუფლებას ხელ-ფეხის დამტვრევით და ბიშკეკიზაციით რომ ემუქრებოდა ყველას კარგად ახსოვს, თუმცა როგორც ჩანს, „დაღლილი ვირის“ მუქარა მუქარად დარჩება და ნოღაიდელისგან ხელ-ფეხ დამტვრეულ ადამიანებს ვერ ვიხილავთ.

თუ რატომ გადაიდო აქციები ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს, მიზეზი მარტივია. „დაღლილ ვირს“ და მის მოკავშირეებს საზოგადოება მხარს არ უჭერს და ნოღაიდელი და მისი თითო-ოროლა მომხრე კი ბიშკეკიზაციას ნამდვილად ვერ მოაწყობს. ისე, ცოტა გაუგებარია რა შეიძლება შეიცვლოს ამ მხრივ შემოდგომაზე.Aაი, საჯაროდ რას იტყვიან აქციები რატომ აღარ გაიმართებაო წყარო ჯერჯერობით ვერ გვიკონკრეტებს, თუმცა საპროტესტო გამოსვლები, რომ არ დაიწყება ეს დანამდვილებით იცის.

სხვათაშორის, ოპოზიციის ეს რადიკალური ფრთა ხაინდრავა-გაჩეჩილაძეებთან ერთად 26 მაისსაც გეგმავდა გამიშვი-დამიჭირეს მოწყობას. აღნიშნავდნენ კიდევაც ხელისუფლებას სამხედრო აღლუმს არ ჩავატარებინებთო.

ხაინდრავას განცხადებით, 26 მაისს აღლუმს ოპოზიციასთან ერთად ქართველი ხალხი ჩაიბარებდა და საჭიროების შემთხვევაში ბატონი ხაინდრავა ტანკებსაც კი გაუწვებოდა, თუმცა სააკაშვილმა აღლუმიც ჩაიბარა, ხელოვანები ბრწყინვალების ორდენით და აჭარის სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები უმაღლესი საბრძოლო ორდენითაც კი დააჯილდოვა. ხაინდრავა ტანკებს ნამდვილად არ გაწოლია.

პ.ს. მოკლედ, ოპოზიცია ყოველ წამს ცრუობს და ხალხის დაბოლება პროფესიადაც კი გაიხადეს. ერთი სიტყვით, ოპოზიცია საბოლოოდ გაფარჩაკდა. ფაქტია, რომ ხალხი ოპოზიციას აღარ ენდობა, მათ სიტყვას ფასი კარგა ხანია დაკარგული აქვს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100