სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქაიროს ტაჰრირზე ისევ მღელვარებაა

სიტუაცია ეგვიპტის დედაქალაქში კვლავ დაიძაბა. პოლიციასთან შეტაკების შედეგად, დემონსტრანტებსა და სამართალდამცავებს შორის ასობით დაჭრილია. ტაჰრირის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე, განსაკუთრებით იქ, რომლიც შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობისაკენ მიემართება, ახალგაზრდების ჯგუფები პოლიციასთან შეტაკებების პროვოცირებას ეწევიან. დღეს, ადრიანი დილიდან, ქალაქის მთავარი მოედანი ავტოტრანსპორტისათავის დაკეტილი იყო. მოგვიანებით, ის გახსნეს, თუმცა პოლიცია იძულებული იყო ტერიტორია დაეტოვებინა.

ამის შემდეგ, აქ რამდენიმე ასეული ადამიანი შეიკრიბა. მოედანზე მოძრავი აგრესიულად განწყობილი ადამიანები, სამინისტროს შენობისკენ სვლის ორგანიზებას ცდილობდნენ. ხელისუფლებამ მთელ რაიონში დენი გათიშა, თუმცა, ამან თავდამსხმელები ვერ შეაჩერა. დღეს მანძილზე, დემონსტრანტები ქვებს ღამის ბატალიებისთვის აგროვებდნენ.

ახალგაზრდების გამოსვლის მიზეზი, სამხედრო ხელისუფლებისაგან იმის მოთხოვნა გახდა, რომ დააჩქაროს გამოძიება და სასამართლო პროცესი იმ პოლიციის ოფიცრების მიმართ, რომელთაც მიმდინარე წლის იანვარ–თებერვალში დემონსტრანტების დახვრეტაში მიიღეს მონაწილეობა. ამას გარდა, ისინი ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტის, ჰოსნი მუბარაქის და მისი ვაჟიშვილების სასწრაფოდ გასამართლებსაც ითხოვენ. როგორც ცნობილია, მუბარაქს დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების ბრძანების გაცემაშიც ედება ბრალი. თავად ექსპრეზიდენტი, ამას კატეგორიულად უარყოფს.

ღამის შეტაკებების შედეგად, დაზარალდნენ ჟურნალისტები. დაფიქსირდა შემთხვევებიც, როცა ახალგაზრდები ტელერეპორტიორებს თავს დაესხნენ და ვიდეოკამერები დაუმტვრიეს. ქაიროს ქუჩებში, ამ დროისათვის, ჯავშანტექნიკა გადაადგილდება. ხელისუფლება შიშობს, რომ ახალი არეულობებები ეგვიპტეში ტურისტულ სეზონს ჩაშლის. სპეციალისტების თქმით, დიდი მნიშვნელობა აქვს, რა პოზიციას დაიკავებს არმია: იქნება ნეიტრალური დამკვირვებელი თუ რომელიმე მხარეს დადგება. მოვლენების შემდგომი განვითარება, შესაძლოა, ქვეყნისათვის უკიდურესად სახიფათო აღმოჩნდეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100