სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პროექტის „კინო სკოლაში“ მიხედვით პანკისის ხეობაში ფილმს გადაიღებენ

მარიამ გულბიანი პანკისის ხეობაში ფილმის გადაღებას იწყებს. ფილმი ორი გოგონას ისტორიას მოგვითხრობს. იიმან და ევა მეგობრები არიან და პანკისის ხეობის სოფელ ყვარელწყალში ცხოვრობენ. იიმანი 13 წლისარის, ევა - 12-ის. ქისტი გოგონების მამები ერთი წლის წინ საზღვარგარეთ გაემგზავრნენ. მას შემდეგ გოგონებს იშვიათად უკავშირდებიან. მშობლები ამ თემაზე ჩურჩულით საუბრობენ. გოგონებისთვის ერთადერთითავისუფალი სივრცე კინოგაკვეთილებია, რომელიც პროექტის ,,კინო სკოლაში" ფარგლებში მიმდინარეობს.

„კინო სკოლაში“ ეროვნული კინოცენტრის პროექტია, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სკოლის მოსწავლეთათვის კინოჩვენებებისა და დისკუსიების მოწყობას ითვალისწინებს. ფილმის რეჟისორი მარიამ გულბიანიც ერთ-ერთი კინომისიონერია, რომელიც აქტიურად არის პროექტში ჩართული და პანკისის ხეობაში ახალი თაობის კინოგანათლებაზე ზრუნავს. ასევე, პროექტის აქტიური მხარდამჭერია კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

მარიამ გულბიანის ფილმს „სანამ მამა დაბრუნდება“ ერქმევა. გადაღებები პანკისის ხეობაში სექტემბერში დაიწყება, მანადე კი პროექტი უკვე შეარჩიეს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ორგანიზებული ვორქშოპისთვის. ვორქშოპი დოკუმენტურ ფილმში თხრობის ხელოვნებას ეხება და მას ამერიკელი რეჟისორი ლიზა ლემანი გაუძღვება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100