ახალი წლის ღამეს არგენტინაში გუბერნატორი მოკლეს
ახალი წლის ღამეს არგენტინაში გუბერნატორი მოკლეს. Associated Press-ის ინფორმაციით, ახალი წლის ღამეს არგენტინის პროვინცია რიო-ნეგროს გუბერნატორი კარლოს სორია მოკლეს. ამ დროისათვის პოლიცია გუბერნატორის გარდაცვალების ორ ვერსიას განიხილავს: უბედურ შემთხვევას და მკვლელობას.
მკვლელობის ვერსიის მიხედვით, ეჭვმიტანილად, გუბერნატორის მეუღლე სუსანა სორია მიიჩნევა. ასევე მკვლელობის მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო „ბრმა ტყვია" - გუბერნატორის სასხლის მახლობად, ადგილობრივი მოსახლეობა ახალ წელს ტრადიციულად, იარაღის სროლით აღნიშნავდა.
სასწრაფო დახმარების მისვლისას 62 წლის გუბერნატორი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, თუმც სორია გონზე მოუსვლელად, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ კარლოს სორია გუბერნატორის პოსტზე 2011 წლის 10 დეკემბერს დაინიშნა.
კომენტარი