"პარლამენტი დღეიდან უშუალოდ ჩაერთვება გამოძიების მსვლელობაში" - ირაკლი კობახიძე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შესახებ საგანგებო ბრიფინგს გამართა:
"დღეს სასამართლომ გამოიტანა განაჩენი
თითოეული ჩვენგანისთვის განსაკურთებით მტკივნეულ საქმესთან დაკავშრებით, რომელიც
ორი არასრულწლოვანის მკვლელობას ეხება. სასამართლოს განაჩენის შინაარსის
გათვალისწინებით, კერძოდ იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ერთ განსასჯელთან
მიმართებაში დადგინდა დასრულებული დანაშაული, ხოლო მეორეს მიმართ მხოლოდ მცდელობა,
გაჩნდა კითხვები საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებასთან დაკავშირებით. გვესმის,
რომ სასამართლოში გრძელდება ამ საქმის განხილვა, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ
ამ საქმის სრულყოფილი გამოძიება ჩვენი გუნდისთვის პრინციპული საქმეა, პარლამენტი
დღეიდან უშუალოდ ჩაერთვება მის მსვლელობაში. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის,
რომ ამ საქმეზე მართლმსაჯულება სრულყოფილად აღსრულდეს. ამისათვის შეიქმნება
საპარლამენტო საგამოძიებო კომისია, რომელიც გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა
ბერკეტს მართლმსაჯულების აღსრულების უზრუნველსაყოფად“ - განაცხადა პარლამენტის
თავმჯდომარემ.
კომენტარი