"ჩცდ"-ის სცენარისტი: დღეს დილითაც, გაჩერებაზე მდგომ და ალბათ სკოლაში მიმავალ პატარა გოგოს ბეემვე დაეჯახა და მოკლა
ქეთი დევდარიან ფეისბუქზე შემდეგ ინფორმაციას ავრცელებს:
საგზაო წესების უკიდურეს გამკაცრებასაც ტვინი, ბიუჯეტი, ან განსაკუთრებული პოლიტიკური ნება უნდა?!
დღეს დილითაც, გაჩერებაზე მდგომ და ალბათ სკოლაში მიმავალ პატარა გოგოს ბეემვე დაეჯახა და მოკლა.
ასე იმიტომ დადიან ქალაქში, რომ არაფერი აკავებთ, არც კანონი, არც საზოგადოებრივი აზრი (თუ ცნობილი და გამოჩენილია, პირიქით, ვცდილობთ ხელი დავაფაროთ და ტაშით გავამხნევოთ) , არც ჯარიმა. საერთოდ არაფერი.
"დედასთან ერთად იდგა თან. დედა ეტყობა მარტო არ უშვებდა სკოლაში და მაინც ვერაფერი უშველა"- წერს ქეთი დევდარიანი კომენტარებში.
კომენტარი