ლალი მოროშკინა: „თურმე სოსო ნინი ბადურაშვილს კლიპის გადაღებისას თვითმფრინავით ემსახურებოდა“
ქართველი მფრინავი სოსო ოსორაული 27 იანვარს კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტერიტორიაზე უკანონო შეიარაღებულმა დაჯგუფებამ ტყვედ აიყვანა.
24 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე მინისტრის მოადგილემ ზვიად გონაძემ განაცხადა, რომ კონგოში დაპირისპირებულ მხარეთა შორის შეტაკება მოხდა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. მინისტრის მოადგილემ გამოთქვა ვარაუდი, რომ დაღუპულთა შორის ქართველი მფრინავი სოსო ოსორაულიც იქნებოდა.
გუშინ, ტელეკომპანია იბერიას ეთერში გადაცემა ფაბრიკას წამყვანმა ლალი მოროშკინამ საზოგადოებას არუდგინა კადრები, რომელიც პირდაპირ აბათილებს ოსორაულის გარდაცვალების ვარაუდს. კადრებში ქართველი ტყვე მიმართავს თავისი ქვეყნის მოქალაქეებს, ახლობლებს, ოჯახის წევრებს და განმარტავს, რომ ის უსამართლოდ იმყოფება ტყვეობაში და ბრალი არაფერში მიუძღვის.
მოგვიანებით ლალი მოროშკინამ ფეისბუქ გვერდზე დადო სტატუსი, სადაც წერს, რომ სოსო ნინი ბადურაშვილს კლიპის გადაღებისას თვითმფრინავით ემსახურებოდა:
„თურმე ნინი ბადურაშვილის კლიპს რომ იღებდნენ
სოსო იყო მფრინავი!
Nini Badurashvili
მთხოვეს ეს წერილი წაგეკითხა,ვიცი გულთან ახლოს მიიტან:
"ლალი მინდა ხმა მიაწვდინო ნინი ბადურაშვილს.
მაგის სიმღერა ჯარზე,მიშას დროინდელი სენაკშია გადაღებული და მფრინავი ვინც მაგ ქალბატონს ტაქსისტივით ემსახურებოდა MI 24 ით იყო სოსო ოსორაული.
ნუთუ არ ახსოვს ეს?
არ შეიძლება ითავოს ერთი მარათონი ნუთუ რაა ასეთი პრობლემა.
ასე ხომ მთელი საქართველო გაიგებს და ჩაიყოფს ჯიბეში ხელს ბევრი პატივმოყვარე " ბიზნესმენი"
სულ ცოტა ხნის წინ ტელეწამყვანმა კიდევ ერთი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ სოსო ოსორაულის ამბავს დიდი გამოხმაურება მოჰყვა და განსაკუთრებით მადლობას უხდის შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს:
„მას მერე,რაც აფრიკის ტყვეობაში ჩავარდნილი ქართველი პილოტის მეგობრის წერილი გამოვაქვეყნე,
სადაც ის ნინი ბადურაშვილს მიმართავს და
ახსენებს,რომ სოსო ის პილოტია,რომელიც ნინის პატრიოტულ
კლიპშია,არ
დარჩა შოუ ბიზნესის წარმომადგენელი,რომელმაც დახმარება არ შემოგვთავაზა!
განსაკუთრებული მადლობა
Anri Jokhadze
Temo Tatarashvili
Nini Badurashvili
Maia Baratashvili
სიას დღევანდელ გადაცემაში გავავრძელებ...“
შეგახსენებთ, რომ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობაში არსებული Ми-24 ტიპის ორი დამრტყმელი შვეულმფრენი ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში 27 იანვარს ჩამოვარდა. ერთ–ერთ შვეულმფრენს სოსო ოსორაული მართავდა. ქართველი პილოტები მოიერიშე თვითმფრინავების საბრძოლო გამოყენებას ასწავლიან კონგოელ მფრინავებს, რამდენიმე ქართველი საავიაციო ინჟინერი კი თვითმფრინავების ტექნიკურ გამართულობას უზრუნველყოფს.
კომენტარი