სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ნუ აბრალებთ სხვებს, სარკეში ჩაიხედეთ" - კალიურანდი "ოცნებას"

ბრიუსელში, ევროპარლამენტში მიმდინარე ასოცირების საბჭოზე, ევროპარლამენტარმა მარია კალიურანდმა "ოცნების" წარმომადგენელს მაია ბითაძეს პრემიერ ღარიბაშვილის ანტიდასავლური რიტორიკა შეახსენა და მისი ერთ-ერთი გამოსვლიდან ციტატაც მოიყვანა.

ევროპარლამენტარმა "ოცნების" ხელისუფლებას უთხრა ნუ დააბრალებენ დასავლეთს საქართველოში არსებულ პოლარიზაციას და ურჩია სარკეში ჩაიხედონ, თუ რისი გაკეთება შეუძლიათ უკეთესად.

"მე მინდა მოგიყვანოთ თქვენი პრემიერმინისტრის ციტატა ინტერვიუდან, რომელიც მან ტელეკომპანია იმედს მისცა. „ევროპარლამენტმა საკუთარ თავს მიხედოს. ნუ გვკარნახობს, რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ. ისინი ცდილობენ, რომ საქართველო ომში ჩაითრიონ“. თუ გსურთ, ციტატების ორი ფურცელი მაქვს და შემიძლია გავაგრძელო.

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ანტიდასავლურ რიტორიკაზე, ეს კონკრეტული ფაქტებიდან გამომდინარეა და ჩვენი მოგონილი არ არის. რაც შეეხება იმას, რომ ჩვენი დისკუსია იწვევს პოლარიზაციას საქართველოში, მინდა გირჩიოთ, რომ ნუ აბრალებთ სხვებს, ჩაიხედეთ სარკეში, რისი გაკეთება შეგიძლიათ უკეთესად." - მიმართა ევროპარლამენტარმა "ოცნების" წარმომადგენელს.

აღნიშნული განცხადება კალიურანდმა დეპუტატ მაია ბითაძის გამოსვლის შემდეგ გააკეთა, რომელიც საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებზე საუბრობდა.

"ჩვენ ყველას გვახსოვს, რა ხდებოდა ჩვენს ქვეყანაში, სანამ ქართული ოცნება მოვიდოდა სათავეში. ჩვენ ტელეფონით საუბრისაც კი გვეშინოდა. ფაქტობრივად ყველა ოჯახი იყო დაზარალებული. ფაქტობრივად ყველა ოჯახის ერთი წევრი მაინც იჯდა ციხეში, იყო წამების მსხვერპლი და ჩვენ არ გაგვიგია განსაკუთრებული შეშფოთება ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან. მე იმედი მაქვს, რომ საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს და ეს შეამცირებს ქვეყანაში პოლარიზაციას, იმიტომ რომ ჩვენი ევროპელი პარტნიორების განცხადებები პოლარიზაციის ზრდად უწყობს ხელს." - თქვა ბითაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100