სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს პრემიერ-მინისტრი დედებს დედის დღეს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დედებს დედის დღეს ულოცავს.

როგორც პრემიერი განმარტავს, საქართველოს ქალებზე, დედების სათნოებაზე, გმირობასა და თავდადებაზე იდგა ყოველთვის ჩვენი სამშობლო.
"გაზაფხულის დადგომას და ლამაზ დღესასწაულს - დედის დღეს ვულოცავ ყველა დედას, მომავალ დედებს! საქართველოს ქალებზე, დედების სათნოებაზე, გმირობასა და თავდადებაზე იდგა ყოველთვის ჩვენი სამშობლო. მათ სიმტკიცესა და გამძლეობაზე დგას დღესაც ჩვენი ოჯახები. კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველა დედას დღევანდელ დღეს. პირველ რიგში, ვუსურვებ მშვიდობას, ჯანმრთელობას, ბედნიერებას და, რაც ყველაზე მთავარია, - შვილების ბედნიერ მომავალს", - ნათქვამია პრემიერის მისალოც წერილში.
საქართველოში დღეს, 3 მარტს, დედის დღე აღინიშნება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100