Eastern Promotions და თიბისი სტატუსი წარმოგიდგენთ ფესტივალს - Jazz and Wine
19 ოქტომბერს, კახეთში, წინანდლის მამულში (Tsinandali Estate) რიგით მესამე ფესტივალი - „Jazz and Wine“ გაიმართება.
ფესტივალში,
ტრადიციულად, მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები მიიღებენ მონაწილეობას: ოზ ნოის
ტრიო ლეგენდარულ დენის ჩემბერსთან და ჯიმი ჰესლიპთან ერთად, ბრიტანული
ჯგუფი “MF ROBOTS” და იტალიური ბენდი “Sugerpie & Candymen”.
„Jazz and Wine“-ის ფარგლებში, კონცერტების გარდა, დაგეგმილია ღვინის თემატიკასთან დაკავშირებული არაერთი ღონისძიება - ქართული ღვინის მწარმოებელი მცირე კომპანიები მოაწყობენ ღვინის დეგუსტაციას და ჯაზური მუსიკის ფონზე სტუმრებს საშუალებას მისცემენ სხვადასხვა სახის ღვინო დააგემოვნონ; იტალიელი მზარეული მაურიციო სიცილიანო კი სპეციალურად ფესტივალისთვის შექმნილი უნიკალური რეცეპტით დამზადებულ კერძებს შესთავაზებს სტუმრებს.
თიბისი სტატუსი
საკუთარ მომხმარებელს ფესტივალზე დასასწრებ ნაკრებს სპეციალური პირობებით
სთავაზობს:
ნაკრები 2
პერსონაზე - ფესტივალის ბილეთები და განთავსება “რადისონ ქოლექშენში” 19-20
ოქტომბერს - 900 ლარი.
ნაკრები 2 პერსონაზე - ფესტივალის ბილეთები და განთავსება “Park Hotel”-ში 19-20 ოქტომბერს - 500 ლარი.
თიბისი სტატუსის
მომხმარებლები კონცერტების ბილეთის tkt.ge-ზე შეძენისას 20%-იანი ქეშბექითაც
ისარგებლებენ.
წელს “Jazz &
Wine“-ის პარტნიორია ქართული ინდუსტრიული ჯგუფი „აიგრუპი“, რომელიც
სპეციალურად ფესტივალის სტუმრებისთვის ე.წ. მესამე ინდუსტრიული რევოლუციის
პირობებში შექმნილი ყველაზე ხმაურიანი პროექტის - ტესლა მოდელ 3-ის გამოცდას
გეგმავს. ელონ მასკის ტესლა მოდელ 3 უკვე აიქარის გაზიარების სერვისშია. „Jazz
& Wine“ – ის ფარგლებში, ნებისმიერ მსურველს, მხოლოდ წინასწარ ჩაწერის
შემთხვევაში, ექნება შესაძლებლობა გამოსცადოს ელექტრო-მობილი და ნახოს მისი
უნიკალური შესაძლებლობები.
ბილეთები შეიძინეთ
ონლაინ - TKT.GE-ზე.
ფესტივალის პროგრამა:
19 ოქტომბერი,
შაბათი
· 13:00-15:00 საათი, წინანდლის პარკი - ტესლა
მოდელი
3-ის
ტესტ-დრაივი;
· 14:00 საათი, წინანდლის მამულის ამფითეატრი - Sugerpie & Candymen-ის კონცერტი,:
ქართული
ღვინის
დეგუსტაცია;
მაურიციო სიცილიანოს კულინარიული შოუ (იტალია)
· 19:00 საათი, წინანდლის მამულის ამფითეატრი - ოზ ნოის
ტრიოს
კონცერტი ლეგენდარულ დენის ჩემბერსთან და ჯიმი ჰისლიპთან ერთად;
· 22:00 საათი, წინანდლის მამულის ამფითეატრი - MF ROBOTS” -ის შოუ
კომენტარი