დაბრუნდებიან საქართველოში ეუთოს დამკვირვებლები?
საქართველოში, შესაძლოა, ეუთოს დამკვირვებლები დაბრუნდნენ. ამის სურვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბრისას გამოთქვა. აღსანიშნავია ისიც, რომ სახელწიფო დეპარტამენტის აზრით, აუცილებელია რუსეთმა შეასრულოს ხელმოწერილი შეთანხმება და რუსული ჯარები 2008 წლის აგვისტოს ომამდელი დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდნენ.
დსფგჯკლდჯგკლდფგკლ
დსფგჯკლდჯგკლდფგკლ
როგორც ცნობილია, ეუთოს მისიის საქმიანობის შეწყვეტა საქართველოს ტერიტორიაზე, რუსეთის სურვილით მოხდა. 2009 წელს ეუთომ, ჩვენს ქვეყანაში 17 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, საქართველო დატოვა. რამდენიმე თვის წინ მსგავსი განცხადება ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ჟოზე სუარესმა, საქართველოში ვიზიტისას გააკეთა. მისი თქმით, ეუთოს დამკვირვებლები უნდა იმყოფებოდნენ საქართველოში. სუარესმა მაშინ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზეც გაამახვილა ყურადღება.
დსფგჯკლდჯგკლდფგკლ
დსფგჯკლდჯგკლდფგკლ
2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დასრულების შემდეგ, ეუთომ კონფლიქტის ზონაში საკუთარი სამხედრო დამკვირვებლების რიცხვი მნიშვნელოვნად გაზარდა. მაშინ ორგანიზაციის მესვეურების მხრიდან ცხინვალში ეუთოს წარმომადგენლობის მუშაობის აღდგენის სურვილიც გამოითქვა. ეუთოს წარმომადენლებს ევროკავშირის დამკვირვებლებთან ერთად უნდა ეწარმოებინათ მონიტორინგი. თუმცა, რუსეთის მხარეს, როგორც გაირკვა, მსგავსი სცენარი ნაკლებად აძლევდა ხელს.
დსფგჯკლდჯგკლდფგკლ
მაშინ, ამ საკითხზე კონსულტაციებისას, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის გამოსვლამ რუსეთის შიშებს ფარდა ახადა. ლავროვმა განაცხადა, რომ `ხედავს მცდელობებს ყველაფერი თავდაყირა დადგეს და ეუთო გამოყენებულ იქნას იმისათვის, რომ სამხრეთ ოსეთში ჩუმად შეაპარონ უფრო მეტი საერთაშორისო მოხელე და ამასთან იგი საქართველოს ტერიტორიად გამოაცხადონ”. ამ განცხადებას კი, მოჰყვა საქართველოს ტერიტორიაზე ეუთოს საქმიანობის შესახებ, გადაწყვეტილებების დაბლოკვა.

დღეს, რუსეთი ამ საკითხთან მიმართებაში კვლავ ჯიუტობს და ამ საერთაშორისო ორგანიზაციის საქართველოში დაბრუნების კატეგორიული წინააღმდეგია. თუმცა, ამჯერად ვითარება 2008 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად განსხვავებულია. რამდენად შეძლებს საერთაშორისო თანამეგობრობა ამ მიმართულებით ზეგავლენის მოხდენას ჩვენს ჩრდილოელ მეზობელზე, უახლოეს პერიოდში გაირკვევა. როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, დიდი შანსია, რუსეთმა ეს საკითხი დათმოს, მით უმეტეს, რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების ფონზე. შესაბამისად, დღეს უკვე არსებობს გარკვეული შესაძლებლობა, რომ ეუთო საქართველოში დაბრუნდეს.
კომენტარი