სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

25 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი

შესაძლოა მონაწილეობის მიღება შემოგთავაზონ ახალი ნოვატორული პროექტის რეალიზებაში, სურვილი გიჩნდებათ გაიღრმაოთ ცოდნა და ახალი გამოცდილებაც მიიღოთ მეტი წარმატებისთვის.

კურო

შეეცადეთ ნაკლებად მიიქციოთ ყურადღება და თავი შეიკავეთ აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოსვლისაგან, რადგან არ გახდეთ კრიტიკის ობიექტი. აქტიურობისთვის შესაფერისი დრო მალე მოვა.

ტყუპები

შეადგინეთ სამოქმედო გეგმა მცირე დეტალების გათვალისწინებით, იმოქმედეთ აქტიურად და მშვიდობიანად დაალაგეთ ურთიერთობები პარტნიორებთან. მხოლოდ ასე მიაღწევთ მიზანს.

კირჩხიბი

ადამიანებთან ურთიერთობისას ყურადღება მიაქციეთ თუ რამდენად სანდო, კეთილსინდისიერი და გახსნილნი არიან ისინი და რამდენად გამოგადგებათ მათი გამოცდილება საქმეში.

ლომი

შეგიძლიათ დაკავდეთ ახალი საქმეებით, წარმოაჩინოთ თქვენი ფარული შესაძლებლობები, მოემზადეთ ახალი თავგადასავლებისთვის. სასიკეთოა ფიზიკური აქტივობა, ეცადეთ მომენტალურად მოაგვაროთ გაუგებრობები, ნუ დაიგროვებთ წყენებს.

ქალწული

ახლა ყველაზე ნაკლებად გჭირდებათ თვითკრიტიკა და პრეტენზიები საკუთარი თავის მიმართ, ყველაფერი რაც ირგვლივ ხდება მნიშნელოვანია თქვენთვისაც ამიტომ ყველა მოვლენას სასურველია გულმოდგინედ დააკვირდეთ და იმოქმედოთ შესაბამისად.

სასწორი

ეს დღე სასიკეთოა როგორც პირადი ასევე საქმიანი სფეროსთვის. თქვენი წარმატებები და მიღწევები შეუმჩნეველი არ დარჩება. შესაძლოა ახალი ნაცნობებისგან ახალი შემოთავაზება მიიღოთ.

მორიელი

რაც არ უნდა დამაჯერებლად გეჩვენებოდეთ, თავი შეიკავეთ ახალი ექსპერიმენტებისაგან, ამისთვის ახლა შესაფერისი დრო არ არის და შედეგები დიდი ალბათობით დაძაბულობას და იმედგაცრუებას მოგიტანთ.

მშვილდოსანი

რაც ახლა ხდება, სრულიად არაა ის, რისკენაც ისწრაფვოდით და რაც გინდოდათ, ნუ გეგონებათ, რომ ყველაფერს თქვენი გეგმის მიხედვით შეცვლით და გამოასწორებთ, ელოდეთ მოულოდნელობებს.

თხის რქა

ნუ იქნებით ზედმეტად მკაცრი და მომთხოვნი საყვარელი ადამიანების მიმართ, შეცდომებისგან არავინაა დაზღვეული, ხოლო თუ თვითონ შეგეშალათ რაიმე სჯობს, აღიაროთ და დაამტკიცეთ, რომ არავის გულის ტკენა არ გინდოდათ.

მერწყული

რაც უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებთ საქმეს, მით მეტად გაიადვილებთ გზას კარიერული წინსვლისკენ და თუ გონივრულად იმოქმედებთ კონკურენტებსაც უკან ჩამოიტოვებთ.

თევზები

არის სამსახურეობრივი დაპირისპირებების ალბათობა, შესაძლოა გამწვავდეს ძველი კონფლიქტები, რომლებიც უკვე დასრულებული გეგონათ. ახლა გაგიჭირდებათ მათი დარეგულირება და მოგვარება სხვათა რჩევების ან ჩარევის გარეშე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100