სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სილვია სერანუ: „საქართველოში პოლიტიკური პროცესები ღიად მიმდინარეობს!“

ბრიტანული საიტის -„bbc.co.uk"-ის რუსული ვერსია აქვეყნებს პარიზის სოციალურ მეცნიერებათა უმაღლესი სკოლის პოლიტოლოგის, სილვია სერანუს წერილს, სათაურით: „საქართველო: რეფორმები შეჩერდა საპატიმროს კარებთან".

მთლიანობაში ჩვენი ქვეყნისადმი კეთილად განწყობილი ავტორის ვრცელი სტატია, სადაც აღწერილია სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მომხდარ დანაშაულობათა მხილება, ობიექტურად ასახავს იმ მოვლენებს, რომლებიც ჩვენმა მკითხველმა ისედაც კარგად იცის და ამიტომ სოციოლოგის მხოლოდ დასკვნებს შემოგთავაზებთ. აი, როგორ ამთავრებს იგი თავის მასალას:

„ამჟამინდელ პროტესტებს შეუძლიათ არასტაბილურობის ახალი ტალღა წარმოშვან საქართველოში. თუ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა გაიმარჯვებს არჩევნებში, არის საფრთხე, რომ ამომრჩევლები დაეჭვდნენ ხმის მიცემის გაყალბებაში და არ ცნონ არჩევნების შედეგები. თუ ოპოზიციონერები გაიმარჯვებენ, რაც ამ დრომდე მცირედ საფიქრებელი იყო, ამას შეუძლია მიგვიყვანოს ინსტიტუციონალურ კრიზისთან 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ.

გარემოებანი, რომელთა მეოხებითაც გლდანის ციხეში გადაღებული კადრები აღმოჩნდა ოპოზიციურ ტელეარხებზე, გაურკვეველია. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს დაკავშირებულია საპარლამენტო არჩევნებთან; იმის ვარაუდიც შეგვიძლია გავწიოთ, რომ სხვადასხვა პოლიტიკური ძალები ეცდებიან ამ სკანდალიდან დივიდენდების მოპოვებას.

კონკრეტული ვითარებებისა და შესაძლო პოლიტიკური შედეგების მიუხედავად, მოკლევადიან პერსპექტივაში მომხდარს აქვს დადებითი შედეგებიც. გახსნილია პატიმრებთან მკაცრი მოპყრობის ფაქტები, საზოგადოება გაცნობილია ციხეებში არსებულ სიტუაციას და ხელისუფლება საკუთარ თავზე იღებს მსგავსი ფაქტებისათვის ბოლოს მოღებას.

ყოველივე ეს შეიძლება განვიხილოთ, როგორც იმ სიტუაციის დადებითი ეფექტი, სადაც არსებობს არჩვევნებში ნამდვილი კონკურენცია და აგრეთვე იმ ფაქტის დადასტურება, რომ პოლიტიკური თამაშები საქართველოში გაცილებით უფრო ღიად მიმდინარეობს, ვიდრე მის მეზობელ ქვეყნებში პოსტსაბჭოური სივრციდან".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100