“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ მომხმარებელს გადასახადს მოტყუებით არიცხავს
„წყლის კომპანიას გადასახადის 0,90 ლარამდე გაზრდის უფლება არ ჰქონია“ –აცხადებს ბიზნესმენი გურამ თედიაშვილი.
“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს” აბანოს ხელმძღვანელები არაკანონიერ ქმედებაში ადანაშაულებენ. აღნიშნულ ინფორმაციას გაზეთი “ვერსია” აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” აბანოებს ერთ კუბურ მეტრზე გადასახადი 0,055 ლარით უკანონოდ გაუზარდა.
სემეკი-ს, იგივე საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის 2010 წლის 17 აგვისტოს, წყალმომარაგების ტარიფის შესახებ დადგენილების პირველივე მუხლის მეორე პუნქტში, რომელიც წყალმომარაგების ტარიფების ზედა ზღვარს განსაზღვრავს, წერია: “წყალარიდების ზღვრული ტარიფი – 0,716 ლარი/მ3”.
ეს იმას ნიშნავს, რომ საკანალიზაციო მომსახურებისთვის კომპანიამ, ერთ კუბურ მეტრ წყალზე, მომხმარებელს მაქსიმუმ, 0,716 ლარი შეუძლია გადაახდევინოს. კანონმდებლობის თანახმად, ამ ტარიფს ემატება დამატებითი ღირებულების გადასახადი, რაც 18%-ს შეადგენს და საერთო ტარიფი 0,845 ლარამდე ადის. ამ დროს, 2015 წლის თებერვლის, მარტისა და აპრილის თვეში აბანოს ხელმძღვანელებს მოუვიდათ ქვითრები, სადაც ერთ კუბურ მეტრზე 0,90 ლარია ნაანგარიშევი. ანუ, “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” ერთ კუბურ მეტრზე გადასახადი 0,055 ლარით უკანონოდ გაზარდა.
მას შემდეგ, რაც აბანოების მენეჯერებმა გაზრდილი ტარიფი გააპროტესტეს, ახალ ქვითრებში ტარიფი დაიწყია და 0,845 ლარი დაფიქსირდა, თუმცა წინა ქვითრებით მიღებული სხვაობა არავის გამოუქვითავს და ისევ აბანონოების გადასახადი რჩება.
„სემეკი-ს დადგენილების მიხედვით, წყლის კომპანიას გადასახადის 0,90 ლარამდე გაზრდის უფლება არ ჰქონია. შესაბამბისად არაგონივრულად მაღალი გადასახადის გადახდას გვაკისრებდა. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ჭაბურღილის გადაკეტვის შემთხვევაში წყლის საერთოდ დაკარგვის საშიშროება არის. ჩვენ არ შეგვიძლია წყლის გადაკეტვა, აბანოების განსხვავებული სპეციფიკიდან გამომდინარე ჩვენ შესაბამისი სატარიფო სისტემა უნდა დაგვიწესდეს.
იმედი მაქვს, ხელისუფლება პრობლემის გადაწყვეტაში დაგვეხმარება და საკითხი ისე მოგავრდება, რომ ორივე მხარის ინტერესები გათვალისწინებული იყოს.“-აცხადებს გაზეთ “ვერსასთან” „ჭრელი“ აბანოს ხელმძვანელი გურამ თედიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ თბილისის გოგირდის აბანოების მეპატრონეები “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისგან“ დაწესებულ არაგონივრულად მაღალ გადასახადსაც აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ თუ სემეკმა და კომპანიამ მათთან შეთანხმებას არ მიაღწია, მუშაობას ვერ გააგრძელებენ. არის საფრთხე, რომ თბილისი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ტურისტული ღირშესანიშნაობის გარეშე დარჩეს.
კომენტარი