სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

10 თვის ბარბარე ქვევრში დეიდის ნათესავმა ჩააგდო

სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გუშინ, გურჯაანის რაიონის სოფელ კულაგში მომხდარი საზარელი შემთხვევა გახსნილია. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 10 თვის ბარბარე, ქვევრში ბავშვის დეიდის ნათესავმა ჩააგდო. ჩვენ მის ვინაობას ოფიციალურ ინფორმაციამდე არ ვასახელებთ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ქვევრში დამხრჩვალი იპოვეს 10 თვის ბავშვი. "ქართული ოცნების" კანდიდატი გურჯაანში, მანანა ბერიკაშვილი, თავდაპირველად ამ საზარელ დანაშაულს პოლიტიკურ შურისძიებას უკავშირებდა და გიორგი ღვინიაშვილს უნამუსოდ აბრალებდა ბავშვის მკვლელობას.

თუმცა, მაშ შემდეგ, რაც "ქართული ოცნების" ლიდერებმა ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს და ამით, საკუთარ კანდიდატსაც დაუპირისპირდნენ, პოზიცია ბერიკაშვილმაც შეიცვალა. გურჯაანელებმა კი, მას, ნაძირალა და უნამუსო უწოდეს, პოლიტიკური სპეკულაციებისა და გარდაცვლილი ბავშვის თემით ვაჭრობის გამო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100