სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ის ქართველი ვაშკაცები ქვემოდან გვაგინებდნენ, პატრულში ნუ რეკავთო" - ჟვანიას მოედანზე ძმებმა, ბავშვების თვალწინ, ერთმანეთს სცემეს

თბილისში, ჟვანიას მოედანზე ძმებმა ერთმანეთს სცემეს. ცნობილი ხდება, რომ ისინი თავდაპირველად მანქანაში ჩხუბობდნენ, შემდეგ კი კონფლიქტი ქუჩაში გაგრძელდა. აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტს არასრულწლოვნებიც შეესწრნენ. თვითმხილველები ამბობენ იმასაც, რომ ფიზიკური ძალადობის მსხვერპლები არიან ბავშვებიც.
საშინელი ჩხუბი იყო წეღან გაგარინზე. ვინ ვის ურტყამდა, ვერ გაიგებდი. ჯერ კაცები ურტყამდნენ ერთმანეთს, მერე მანქანაში მყოფ 5-6 წლის ბავშვებს ურტყამდა ერთი საქონელი. თან პატრულში ვრეკავდით მთელი სამეზობლო, თან აივნიდან ვუკიოდით, ბავშვებისთვის არ დაერტყათ. ვიღაცები გასაშველებლად ჩაცვივდნენ მგონი. გადაღებაც კი ვერ შევძელი, ისე დავიზაფრე ბავშვების განწირულ კივილზე.

"თავიდან მხოლოდ ერთი ეკიპაჟი მოვიდა და სანამ კიდევ არ დავრეკეთ 112-ში მანამდე სხვა ეკიპაჟები არ გამოუშვეს. წივილ-კივილის და გენინსპექციაში დარეკვის მუქარის მერე იკადრეს და სხვა ეკიპაჟებიც გამოუშვეს. არ ვიცი, ის ხალხი სად გადაიყვანეს, ჩემს შვილს, რომელიც ასევე რეკავდა პატრულში, ვიღაცამ დაურეკა წეღან, მე ველაპარაკე, ნუცუბიძის განყოფილებიდან გირეკავთ, ჩხუბი სად მოხდაო.

მერე მე სასწრაფომ დამირეკა, მოვედით და სად ხართო. სად მიხვედით მეთქი და პატრულს როცა იძახებთ, სასწრაფოც მოდისო. უკვე წავიდნენთქო, აა, კარგით მაშინო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო, მიაქციეთ ამ ამბავს ყურადღება, დიდების გამო თუ არა, ბავშვების გამო მაინც. წარმოუდგენელი ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღეს ამ ბავშვებმა და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლები არიან. ჰო, დამავიწყდა მეთქვა, ის ქართველი ვაშკაცები ქვემოდან გვაგინებდნენ, პატრულში ნუ რეკავთო", - წერს Facebook-ზე ნენე დალაქიშვილი.

მომხდარზე პოლიციამ ორი პირი ადმინისტრაციული წესით დააკავა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100