სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პარლამენტში შესვლა მოღალატეობა კი არა, ხალხის სამსახურში ყოფნაა - ელისაშვილი

მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი Facebook-ლაივში გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიების მიერ გაფორმებულ მემრანდუმს, რომლის მიხედვითაც პარტიის ხელმძღვანელები ცესკოდან თავიანთ პარტიულ სიებს გამოითხოვენ და პოლიტიკოსები ინდივიდუალურად იტყვიან უარს თავიანთ მანდატებზე.

ელისაშვილის თქმით, არასწორია, მანდატებზე უარის თქმა, სანამ მოლაპარაკებები მიმდინარეობს, ხოლო მოლაპარაკების შედეგი ხელის მოწერა და პარლამენტში შესვლა უნდა იყოს.

"თან ამბობენ რომ მანდატებს ვხევთო, თან ამბობენ, რომ მოლაპარაკებაზე უნდა წამოვიდეთო. ეგ როგორ არის? მოლაპარაკებაზე რა მიდის იცით, რომ, თუ ქართული ოცნება ჩვენ მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ხელი უნდა მოვაწეროთ იმ შეთანხმებას, იმ შეთანხმებას თუ ხელს მოვაწერთ, პარლამენტში უნდა შევიდეთ, ყველანი, აი ისინიც, ვინც დღეს მანდატებს ხევენ." – თქვა ელისაშვილმა

ელისაშვილი ამბობს, რომ ქართული ოცნება კომპრომისზე მიდის და ოპოზიციის 4 მოთხოვნიდან 2-ს აკმაყოფილებს, რის გამოც ოპოზიციამ უნდა გაბედოს და შევიდეს პარლამენტში.

"დავაახლოვეთ პოზიციები, წამოვიყვანეთ კომპრომისზე ქართული ოცნება და ძალიან მაგარი ამბავია, რომ ისინი ამ კომპრომისზე მოდიან. რომ პოლიტპატიმრები იქნება და ციხიდან გამოვიდნენ, ხელი მოვაწეროთ პატიოსან საარჩევნო სისტემას და ამაზე ვმუშაობდით და ოპოზიციის მოთხოვნის 99% საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა ქართულმა ოცნებამ. მოღალატეობრივი საქციელი კი არაა პარლამენტში შესვლა, ხალხის სამსახურია პარლამენტში ყოფნა. აი ეგეთი ახირებული ხალხი ვართ მეც, ლევან იოსელიანიც და ყველა ჩვენ პარტიაში." – ამბობს ელისაშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100