სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მომღერალი ირინა ბილიკი მამაკაცურ ღირსებას ქუსლებით შესდგა

პოპულარული უკრაინელი მომღერალი, ირინა ბილიკი ისევ აგრძელებს პუბლიკის გაოცებას ეპატაჟური გამოხტომებით. ერთ დროს ის მორიდებული გოგონა იყო, რომელმაც თაყვანისმცემლები კარგი ხმისა და კარგი ხასიათის გამო შეიძინა, მაგრამ მიღწეული დიდების კვალდაკვალ პუბლიკის კიდევ უფრო გაოცება გადაწყვიტა და ამას არაორდინარული სვლებით ახერხებს.

საკუთარი თავი საზოგადოებისთვის რომ შეეხსენებინა, დიზაინერ სერგეი ერმაკოვის ჩვენებაზე ირინა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით გამოცხადდა და ამაში არაფერი იქნებოდა უჩვეულო, რომ არა ერთი დეტალი: ფეხსაცმლის ქუსლები ფალოსის ფორმით იყო დამზადებული.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, იდეა თავად ერმაკოვს ეკუთვნოდა და სწორედ მან გადაწყვიტა, მომღერალი ფალოსზე შეეყენებინა, რათა ხაზი გაესვა, რომ ირინა ყველა მამაკაცისთვის სასურველი ქალია და ამ სურვილს, პირველ რიგში, სწორედ ქუსლებად „გამოძერწილი“ ნაწილი გამოხატავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100