მწვანე ლობიოს სალათა ჰოლანდიურად
მასალა:
500 გრამი ნაზი მწვანე ლობიოს ღერები
500 გრამი კარტოფილი
100 გრამი ღორის ქონი
ცოტა ძმარი
1 თავი ხახვი
კარაქი ან მარგარინი
მარილი, პილპილი, მუსკატის კაკალი
ოხრახუში
მოვხარშოთ კარტოფილი კანიანად. ლობიოს გავაცალოთ ძაფები, მსხვილი ღერები დავყოთ 2-3 ნაწილად, ვხარშოთ მარილიან წყალში მზადყოფნამდე. გადმოვიღოთ ცეცხლიდან და დავდგათ დასაწურად, შემდეგ შეხვეული დავდგათ თბილ ჯამში. მოხარშული კარტოფილი გავფცქვნათ, დავჭრათ ნაჭრებად, შევურიოთ მწვანე ლობიოს. გავადნოთ 1 ჩაის კოვზი კარაქი, დავამატოთ კუბიკებად დაჭრილი ღორის ქონი, ცოტა გავადნოთ და დავამატოთ ბოსტნეულს. ძმარი მოვხარშოთ, დავამატოთ სალათას, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, გახეხილი მუსკატის კაკალი. წვრილად დავჭრათ ხახვი და ოხრახუში და ავურიოთ სალათში. ზამთარში ეს სალათა შეგვიძლია მოვამზადოთ დაკონსერვებული პროდუქტებისაგან.
კომენტარი