მე-6 კლასელი ბავშვის წერილი ბიძინა ივანიშვილს
მე ვარ თორნიკე მჭედლიშვილი 11წ–ის, მ–6–ე კლასის მოსწავლე, ვსწავლობ 175–ე საჯარო სკოლაში. მაქვს დიდი გაჭირვება, უმამოდ ვიზრდები, დედაჩემი მძიმედ ავადაა მას მხოლოდ ერთი ფილტვი აქვს და ცრემლიანი თვალებით ველი როდის გამოვა ციხიდან. 4 წელია შუქიც კი არ გვაქვს. ბებია მზრდიდა , მას ორივე ფეხზე ტროპიკული წყლული აქვს. ბატონო ბიძინა იმედია რამით დამეხმარებით, განსაკუთრებით მინდა ბებიას წამლებით დაეხმაროთ, ხოლო მე სწავლისთვის ძალიან მჭირდება მხოლოდ ნოუთბუქი, რათა სწავლა გავაგრძელო.
მე 1 წელი მზესუმზირას ვყიდდი და ამხელა ბებიის დახმარებით გავიზარდე, იქნებ გულთან მიიტანოთ ჩემი ამბავი ან პირადად მოხვიდეთ და ნახოთ ჩემი პირობები, წინასწარ გიხდით მადლობას .
იმედია ამ ამბავს მხოლოდ თქვენ გაიგებთ.
მისამართი: მუხიანის 1 მიკრო რაიონი საერთო საცხოვრებელი ა–კორპუსი 14–09 ბინა
კომენტარი