ფრთხილად, თბილისში თაღლითების ჯგუფი მოქმედებს, რომლებმაც შესაძლოა დიდ შარში გაგხვიონ
ფორუმ.ჯი-ზე საინტერესო ინფორმაცია ვრცელდება, რომელიც ყველა ავტომფლობელმა უნდა იცოდეს. ფორუმზე გამოქვეყნებულ პოსტს droni.ge უცვლელად გთავაზობთ.
„ყველაფერი დაიწყო 1 კვირის წინ.
მირეკავს უცხო ქალბატონი, მეკითხება თუ სად შეიძლება მანქანის ნახვა, მეც ვეუბნები კონკრეტულ ადგილს და კონკრეტულ დროს შესახვედრათ.
მოვიდა მეორე დღეს უცხო ქალბატონი დაახლოებით 50 წლის ასაკის და თავის მეუღლე ისიც 60 წლამდე.
პირველივე შეხვედრისას მისი სიტყვებია, რა ნაცნობი სახე გაქვს, როგორ მეცნობი, გიცნობ, სადღაც ერთად ვართ ნამყოფი დ.ა.შ მეთქი არ გიცნობ არც მეცნობი. აქეთ იქით, ლექტორი ვარო მეუბნება, ჯავახიშვილში ვასწავლიო, მანდ ხო არ სწავლობდიო, არათქო, მე გეპეი დავამთავრე მეთქი, ხო მანდაც ვკითხულობდი ლექციებსო, მეთქი მაინც არ გიცნობთქო. სად მუშაობო მეკითხება, მეთქი ამა და ამ ადგილზე, ვაა ადეიშვილთან ხარო? შარშანწინდელ გენ დირექტორს მიხსენებს, მე გავატარე.
ვაიმე როგორ მომწონს მანქანა, სურათებში ესეთი არ ჩანდაო. მიდი როლანდ აბა გაატარეო უთხრა თავის ქმარს, მეც დავსვი საჭესთან ეს აყლაყუდა, წავიდა მოარტყა კრუგი მოვიდა, გააჩერა გადმოვიდა. კარგიაო უთხრა. ამანაც ვსიოო, ხვალ დაგირეკავო, იმხელა საქმეში ვარ შებმული რო გითხრა თმები ყალყზე დაგიდგებაო, მეც არ ვეკითხები რა საქმეზე ლაპარაკობს იმიტო რო მაგრა არ მაინტერესებს. მეთქი დამირეკეთქო.
მირეკავს მეორე დღეს და მეუბნება გამომიარე ორთაჭალაში, ავტო სესხი უნდა გავაკეთო და მანქანა უნდა შევაფასებინოთო. მეც ავდექი და გავემართე. მოკლედ ის ოფისი რომელიც ვაჟაზეა დღეს დაკეტილია და მაგათი ფილიალია რუსთავში და იქ ჩავიდეთო. მეთქი კარგი ჩავიდეთ, ჩავედით ავტობაზრობასთან რაღაც მიკრო კრედიტის ოფისი გაიჩითა, იქიდან გამოვიდა ვიღაც ტიპი, მანქანა შემოკრუგა დააკარტოჩკა ყველა კუთხით და შევიდა. ეს ქალი მეუბნება ესენი ხვალ ან ზეგ დამირეკავენ და მეტყვიან დამიმტკიცდება თუ არააო და ეგრევე დაგირეკავო. კარგი მეთქი და წამოვედით. მირეკავს 1 დღის გამოტოვებით და მეუბნება გამომიარე საქმე მაქვსო, მეც ავდექი და გავუარე. მოკლედო, 3500$ მაქვსო ამ ფულს მოგცემო და დანარჩენ თანხას 10 დღეში დაგიფარავო, 1 კვირა მჭირდება მართალია მარა თავი რო არ მომეჭრეს მაქსიმუმ დროს გეუბნებიო, აბა დაფიქრდიო, მეთქი მოვიფიქრებ დაგირეკავთქო, მანამდე მანქანა შენ სახელზე იქნება პრობლემა არააო.
გავიდა კიდევ ერთი დღე და ვურეკავ მეთქი ეგრე ერთი პირობით მოგცემთქო. ავდგეთ ეს მანქანა სადაც გინდა იქ გავაჩეროთ, თუ გინდა შენ ეზოში თუ გინდა ქუჩაზი სკვერში ბაღში მნიშვნელობა არააქთქო, ფული მომეცი, გასაღები მე მექნება და როცა დამიფარავ მერე გადმოგიფორმებთქო. არა ეგრე არ მაწყობსო, რატოთქო ცხადია გამიჩნდა კითხვა, იმიტო რო უნდა ვიაროო, მეთქი მე ესე მაწყობს გაწყობს გაწყობს არადა კარგადთქო. მოიცა მოვიფიქრებო, მირეკავს რაღაც დროის შემდეგ, მოკლედ გავარკვიე ყველაფერიო, დავაზღვიოთ შენი მანქანა შენ სახელზეო თუ დამტვრევის გეშინიაო, მე ვიხდი დაზღვევის ფულსაცო, არა მეთქი. დაიბნა ძალიან, კაი რამეს მოვიფიქრებ და დაგირეკავო.
აქ უკვე მართლა დავფიქრდი თუ რაში იყო საქმე და აღმოვაჩინე რომ, თურმე ჩემი მანქანა ავტოსესხზე კი არა ლომბარდში მიუყვანია, იმათ შეაფასებინა, იმათ უთხრეს დაუშვათ 5000$ მოგცემო, მე მაძლევს ეს ქალი 3500$ 1500$ თვითOნ იტენის ჯიბეში და იკარგება. მე ვეძებ მანქანას ამ ქალს, ბევრი წვალების შემდეგ მანქანას ვპოულობ, არვიცი რა მდგომარეობაში, ვართმევ და მრჩება ჩემივე მანქანა ლომბარდში გათხრილი. ესეც ალბათ კაი ვარიანტში..
ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო რო კაპოტიც კი არ აუხდია, არათუ კითხვა გაჩენოდა მანქანას ჭირს თუ არა რამე. არც ფასზე მევაჭრება, ლარის დაკლებას არ მთხოვს.
მოკლედ იმედია ასე თუ ისე გასაგებად ჩამოვაყალიბე, ხოდა მაინც ყველამ იცოდეთ რო ქალაქში დედამო#### აფერისტების ჯგუფი ბობოქრობს და არავინ გაამწარონ მაგათი დედის მ#####ც ####ნ“ - წერს ფორუმ.ჯი-ს მომხმარებელი
კომენტარი