სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

NDI-ის გამოკითხულთა უმეტესობა ყველაზე დადებითად ჯარის, ხოლო უარყოფითად პარლამენტის საქმიანობას აფასებს

NDI-ის გამოკითხულთა უმეტესობა ყველაზე დადებითად საქართველოს ჯარის საქმიანობას აფასებს. კითხვაზე, როგორც შეაფასებდით, გამოკითხულთა 6% ამბობს, რომ ძალიან კარგად, 48%- კარგად, 32%-საშუალოდ, 4%- ცუდად, 1%-ძალიან ცუდად.

გამოკითხულთა 8% იუსტიციის სახლების საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს, 42%- კარგად, 31%-საშუალოდ, 5%-ცუდად, 1%- ძალიან ცუდად.

პოლიციის საქმიანობას გამოკითხულთა 4% ძალიან კარგად აფასებს, 33%-კარგად, 43%- საშუალოდ, 13%- ცუდად, 2%- ძალიან ცუდად.

სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობას გამოკითხულთა 1% ძალიან დადებითად აფასებს, 16%- კარგად, 44%-საშუალოდ, 10% - ცუდად, 1%-ძალიან ცუდად.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის საქმიანობას ძალიან კარგად გამოკითხულთა 1% აფასებს. 13%-კარგად, 42%- საშუალოდ, 15%- ცუდად, 2%-ძალიან ცუდად.

მთავარი პროკურატურის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს გამოკითხულთა 1%, 10%- კარგად, 38%- საშუალოდ, 16%-ცუდად, 2%-ძალიან ცუდად.

სასამართლოების საქმიანობას გამოკითხულთა 1% ძალიან კარგად აფასებს, 10%- კარგად, 36%- საშუალოდ, 21%- ცუდად, 4%- ძალიან ცუდად.

პარლამენტის საქმიანობას 1% ძალიან კარგად აფასებს, 7%- კარგად, 47%- საშუალოდ, 27%- ცუდად, ხოლო 5%- ძალიან ცუდად.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100