სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"პატრიოტთა ალიანსი" ხატმწერის ვინაობას ასაიდუმლოებს

"პატრიოტთა ალიანსი" ამ დრომდე არ ამბობს, ვინ არის ხატმწერი, ვინც წმინდა მატრონას ხატზე სტალინის გამოსახულება დაიტანა?

დავით თარხან მოურავი "პირველებს" ეუბნება, რომ ხატი ორი წლის განმავლობაში მონაზვნის მიერ საქართველოში იწერებოდა.

ხატი არის დაწერილი ქართულ სტილში. ვინც ცოტა მაინც ეკლესიასთან შეხებაშია, ერთა წამში ჩანს, რომ ეს ქართული სკოლაა ხატწერის. ეს არ არის რუსული სკოლა. ხატი დაწერა ქართველმა ასაკოვანმა მანდილოსანმა, რომელიც მონაზვნური ცხოვრებით ცხოვრობს და დაწერა თბილისში. სულ არ არის ახლა საჭირო, რომ მივიდნენ და შეაწუხონ ეს ადამიანი და შეჭამონ. ძალიან ბევრი სხვა ხატიც აქვს დაწერილი", - ამბობს დავით თარხანმოურავი.

სადავო ხატი ამ დრომდე სამების საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული. საპატრიარქო არ ამბობს, რა ვადა მისცეს ირმა ინაშვილს და დავით თარხან მოურავს შეცდომის გამოსასწორებლად.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100