"ნებისმიერი შესაძლო გზით ვცდილობ პოპულარიზაციას, ზოგი რუსეთის აგენტობას მტენის, ზოგი პროვოკატორობას და ინტრიგნობას"
გადაცემა "სტოპხამი"-ს წამყვანი ლევან კენჭოშვილი ფეისბუქზე მიმართვას ავრცელებს რომელსაც „დრონი.ჯი“ უცვლელად გთავაზობთ:
„ამ პროექტის შესახებ, ასე თუ ისე, ყველას სმენია, ხოდა ნებისმიერი შესაძლო გზით ვცდილობ პოპულარიზაციას, ზოგი რუსეთის აგენტობას მტენის, ზოგი პროვოკატორობას და ინტრიგნობას, რომელიც რეალურად საკმაოდ დიდ როლს ასრულებს ამ გეგმის სრულფასოვნად რეალიზებისთვის.
ენივეი, საქმე სულ სხვაგვარადაა. არ მაქვს იმის მცდელობა, რომ მაყურებელთა უმრავლესობა დადებითად განვაწყო, რადგან ვთვლი, რომ ამ მხრივ "აბსოლუტიზმის" ცნება სრულიად გაუმართლებელია, მეორემხრივ, შეუძლებელიც, პლიუს, არც მაქვს სურვილი აუდიტორიის 100 პროცენტიანი ნდობა და დადებითი განწყობილება მოვიპოვო, ზემოთხსენებული მიზეზებისდა გამო. ჯერ კიდევ 2016 წელს, 11 თვის წინ, შეკოწიწებული ფინანსებითა და ჯგუფით, ყველანაირი დამატებითი სახსრებისა და ტექნიკის გარეშე დავიწყე ეს კამპანია, რომელიც წლებია არსებობს უამრავ ქვეყანაში და გულწრფელად მსურდა, რომ ვინმეს ანალოგიური საქართველოშიც გაეკეთებინა.
პირველი ეპიზოდის გადაღებისა და გასაჯაროვების შემდეგ, დიდ ხნიანი პაუზა გვქონდა, რის შემდეგაც Postv-ს ერთ-ერთ ადმინისტრაციულ პოზიციაზე მყოფ პიროვნებასთან ამ თემაზე საუბრის შემდეგ, გადაწყდა, რომ პროექტისთვის გაცილებით ფართო მასშტაბები უნდა მიმეცა. ცხადია, ტელევიზიისთვის ეს რეიტინგი იყო და ამ უკანასკნელს იდეალურად გათვითცნობიერებდი, თუმცა ძირითადი ფოკუსი ერთი დეტალისკენ იყო მიმართული, რომელსაც თავად ჩემი იდეოლოგიური დამოკიდებულება ჰქვია და ამ ყოველივეს, არანაირი ფინანსური ინტერესების გამო არ ვაკეთებ, არც პოპულარობა მწყურია და საერთოდაც, ცნობადობის პათოსი, ჩემნაირი ფსიქოლოგიურად თავზეყუთჩამოფარებული ინტროვერტისთვის, საერთოდ არაფერს ნიშნავს, მეტიც, გამაღიზიანებელია.
ჩემთვის, როგორც პიროვნებისთვის და შემდეგ ამ გადაცემის წამყვანისთვის, პრიორიტეტულია იდეის შინაარსი და მისი პროგრესი, დანარჩენი ყველაფერი - მეათასეხარისხოვანია და ვიცი, რომ ისეთი პრიმატი არსებისთვის, როგორიც ადამიანია, ამის დაჯერება შეუძლებლობასაც კი სცდება. მოკვდავებო, რომლებსაც საკმარისი გონებრივი რესურსი არ გაგაჩნიათ იმის გასააზრებლად, რაც ახლა ვახსენე, უბრალოდ დაელოდეთ ყოველი კვირის ორშაბათს, დაელოდეთ ყოველ თვე მხოლოდ 4 დღეს, დაელოდეთ გასულ წელს და არსებულ 48 ეპიზოდს, მოითმინეთ და ნახავთ, რომ ამ ყველაფერს აზრი აქვს, თანაც ძალიან დიდი.
მინდა შეგახსენოთ, რომ მიუხედავად სოციალურ ქსელში, კომენტარებში არსებული ათასობით სიტყვიერი შეურაცხყოფისა, არ შემხვედრია ადამიანი, რომელსაც მსგავს რამესთან მიახლოვებული ნეგატიური დამოკიდებულება მაინც გამოუმჟღავნებია, არც პირად შეტყობინებებში - ეს ყველაფერს იდეალურად ხსნის და მოგიწოდებთ, შეგრცხვეთ საკუთარი თავის, რადგან გინება, ნებისმიერ შემთხვევაში, არავითარი პოზიციის დაფიქსირება არ მგონია. ერთი გიგანტური არასრულფასოვნების გამომჟღავნებაა და ჩემი მხრიდან ყურადღების მიქცევას არ იმსახურებს. მეტი კონკრეტიკა არასაჭიროდ მიმაჩნია, უბრალოდ არაჯანსაღი მიდგომა ამ ყველაფრისადმი, დამღლელი დემოტივაციაა, რომლის ატანაც ყოველ წუთს მიწევს, როცა ასტრონომიულად დეგრადირებულ არსებასთან ვცდილობ იმის განხილვას, თუ რას ნიშნავს "სტოპხამი" ნახვამდის, სიყვარულით, ლევან "ვლადიმეროვიჩი".
კომენტარი