სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბენიამინ ნეთანიაჰუ ირანზე თავდასხმის გადადებას დიდი ხნით არ აპირებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ არ აპირებს დიდხანს გადადოს ირანზე თავდასხმა. მან აღნიშნა, რომ ირანის ბირთვული საფრთხე უნდა აღმოიფხვრას.

ნეთანიაჰუს თქმით, ეს რამდენიმე დღეში ან კვირაში არ მოხდება, თუმცა საუბარი არც წლებზეა.

ეს პირველი განცხადებაა, რომელიც ბენიამინ ნეთანიაჰუმ ამერიკაში ბარაკ ობამასთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, ორი ქვეყნის მიდგომა ამ საკითხის მიმართ სხვადასხვაა. ამერიკა შორს არის ირანისგან, ისრაელი კი ძალიან ახლოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100