სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აჭარაში მკვლელობა ქალის გამო მოხდა (ვიდეო)

აჭარაში მომხდარი მკვლელობა გახსნილია. აღნიშნულ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, განზრახ მკვლელობაში ბრალდებული, 1992 წელს დაბადებული რომან შ. დააკავეს.

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ განთიადში მცხოვრები, 1986 წელს დაბადებული მანუჩარ დოლიძე, ამავე რაიონის სოფელ ახალშენში, ნათესავთან სტუმრად იმყოფებოდა. საღამოს, დაახლოებით, 18 საათზე, იმ სახლთან, სადაც დოლიძე იმყოფებოდა, რომან შ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, რამდენიმე თვითმხილველის თვალწინ, ის მუცლის არეში დანით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ბრალდებული, მომხდარიდან რამდენიმე საათში, აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

მომხდარზე სისხლის სამართლის საქმე 108-ე (განზრახ მკვლელობა) მუხლით აღიძრა. დაკავებული, ამ დროისთვის, ბათუმის დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.“ - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას თან ერთვის ვიდეო მასალა, სადაც მოწმე მკვლელობის მიზეზებზე საუბრობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100