სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აბულმუგის ეკლესიას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა

კოპმანია RMG-ის, კულტურის სამინისტროსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი ძალისხმევით, აბულმუგის ეკლესიას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

ტაძრის რეაბილიტაცია „რიჩ მეტალ გრუპის“ სრული დაფინანსებით განხორციელდა.

ტაძრის გახსნას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე და კომპანია RMG-ის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღდგენილ ტაძარში წირვა-ლოცვის ჩატარება დღეიდან იქნება შესაძლებელი.

ტაძრის სარესტავრაციო გეგმა საინჟინრო გამაგრებით სამუშაოებსა და მხატვრული სახის აღდგენას მოიცავდა.

მიხეილ გიორგაძის განცხადებით, მე-14 - მე-15 საუკუნეებით დათარიღებული ტაძარი, მისი მხატვრული ღირებულებებიდან გამომდინარე, ქვეყნისა და რეგიონისთვის მნიშვნელოვან კულტურულ ძეგლს წარმოადგენს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100