როდის ჩამოდის საფრანგეტის პრეზიდენტი საქართველოში?
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 13 მაისს ფრანგ კოლეგას უმასპინძლებს. ფრანსუა ოლანდი კავკასიურ ტურნეს ოფიციალური ვიზით საქართველოში დაასრულებს. მან უკვე გამართა შეხვედრები ბაქოსა და ერევანში.
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში საფრანგეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერები ერთმანეთს პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით შეხვდებიან. ვიზიტის შედეგებს გიორგი მარგველაშვილი და ფრანსუა ოლანდი ერთობლივ პრესკონფერენციაზე შეაჯამებენ.
ვიზიტის ფარგლებში ფრანსუა ოლანდი საქართველოს პრემიერ-მინისტრსაც შეხვდება და ეკონომიკურ ფორუმსაც დაესწრება.
საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანგულ დელეგაციასთან ერთად თბილისს იმავე დღეს დატოვებს.
კომენტარი