სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დიეგო მარადონა სარკეში

მარადონაში არგენტინა, კოკაინის მოგონებები, შვილების სიყვარული და ქუჩური სიბრძნეა. დიეგომ სარკეში ჩაიხედა და ბევრი კარგი რაღაც თქვა:

1. ჩემი სახელი არ არის მძიმე ტვირთი... ჩემთვის.

2. ჩემი შვილები, დალმა და ჯანინა სიცოცხლეზე უფრო მიყვარს. ჩემი დანარჩენი შვილებიც სიცოცხლეზე მაგრად მიყვარს. უბრალოდ, ჯერ მათი სახელები არ ვიცი.

3. დედაჩემმა მითხრა, რომ საუკეთესო ვარ. დედა მართალია. დაუჯერეთ დედებს.

4. ნარკოტიკებთან მეგობრობის დაწყება სახიფათო და სასიამოვნოა. ეგრევე გრძნობ, რომ ამ მეგობართან ყოველდღე უსიამოვნებები გექნება და მაინც მეგობრობ. მერე ორალური სექსივით მოაქვს – სხეული ეშვება და იკარგები. იმ მომენტში ფიქრობ, რა აზრი აქვს, რა იქნება ხვალ, დღეს მე ჩემპიონი ვარ.

5. ყველა, ვინც მაკრიტიკებს, ადრე თუ გვიან მიხვდება, რომ მაგარ იაღლიშს უშვებდა.

6. ნებისმიერი, ვინც ქურდისგან იპარავს, პატიებას იმსახურებს.

7. ფეხბურთის დროს ბურთი უნდა დაისვაროს.

8. ყველა პოლიტიკოსთან ფორა მაქვს. ისინი ხალხს დაპირებებით ატყუებენ. მე ხალხს მოედანზე ვატყუებდი.

9. მე არგენტინელი ვარ. და ვამაყობ ჩემი არგენტინული სასქესო ორგანოთი.

10. ხშირად ვადარებ საკუთარ თავს მაკმერფის, ჯეკ ნიკოლსონის პერსონაჟს ფილმიდან „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა“.

11. ღმერთმა დიდი ნიჭი მომცა. ღმერთს სულ მადლობას ვუხდი. ჩემი ყველა ფინტი, ყველა გოლი, ყველა განსაკუთრებული მომენტი ღმერთს ეკუთვნის. არ მინდა, რომ ღმერთი იმედგაცრუებული დარჩეს. ის ღმერთია, მე – დიეგო მარადონა.

12. ადრე, ბუენოს აირესთან, ფიორიტოში ვცხოვრობდი. ჩვენი სახლი ისეთი ძველი იყო, რომ საძინებელში უფრო წვიმდა, ვიდრე – გარეთ.

13. მქონდა მილიონები და მილიონებს ნარკოტიკებში ვუშვებდი. ნარკოტიკი ჩემი დედა, საყვარელი ადამიანი, შვილი, მეგობარი, ნდობა იყო.

14. ღმერთი ეხმარება მხოლოდ იმას, ვინც საკუთარ თავს ეხმარება.

15. მსოფლიოში ბევრი დევიდ ბექჰემია. უბრალოდ, ვინმემ უნდა უთხრას, რომ ისინი ბექჰემები არიან.

16. ჩემი შვილებისთვის მე საუკეთესო ვარ. ჩემთვის ეს საკმარისია.

17. უბედური შემთხვევის არ მჯერა. მხოლოდ ერთ შემთხვევაში დავიჯერებ. თუ ჩემი რომელიმე სიძე ცუდად მოექცევა ჩემს შვილს.

18. ოჯახის სიწმინდის დაცვის დროს ბენ ლადენი ვარ.

19. ხალხი ვერ ხვდება, რომ დიეგო მარადონა არ არის იდეალური პერსონაჟი. ის უბრალოდ იდეალური დიეგო მარადონაა.

20. ემანუელ ჯინობილი არ არის ჩემი ძმაკაცი. და ჯინობილი არგენტინაა. ვამაყობ, რომ ერთი დროშისთვის ვიბრძვით.

21. ჩემი ცოლისთვის არ მიღალატია. და თუ რაღაც მომენტში მაინც ვიცელქებდი, ჩემი ცოლი ამას ვერ გაიგებდა. იმითომ, რომ სიცოცხლეზე მაგრად მიყვარს.

22. ტანდილში (მარტინ პალერმოსთან ერთად) ხუან მარტინ დელ პოტროსთან ჩავედი. დავლიეთ, ვითამაშეთ ჩოგბურთი, დავლიეთ, ვითამაშეთ ფეხბურთი. და ვერ მივხვდი, იქ რატომ ჩავედი.

23. უხეში იუმორის დიეტაზე ვზივარ. თქვენც გირჩევთ.

24. ნუ დაკარგავთ დროს იმაზე ფიქრით, ვინ იყო უკეთესი, მარადონა თუ პელე. პელემაც იცის, რომ უკეთესი მარადონაა.

25. ორი თვე ფსიქიატრიულ კლინიკაში ვიყავი. იქ ერთ–ერთი პაციენტი ამტკიცებდა, რომ ნაპოლეონია. ერთმა დამაჯერა, რომ პინოჩეტია. და არავინ არ იჯერებდა, რომ მარადონა ვარ.

26. ფეხბურთით უნდა დაისვენო. სტრესი და ფეხბურთი ვერ მეგობრობენ.

27. კარგია, რომ ბოლო დროს ჰომოსექსუალისტების რიცხვი გაიზარდა. ნორმალურ ხალხს მეტი მაგარი ქალი დაგვრჩა.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100