„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია“ გურიაში ბიზნესის განვითარების ცენტრებს გახსნის
გურიაში „ბიზნესის განვითარების ცენტრების“ შექმნის
იდეა „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელ დირექტორს, „ქართული ოცნების“
მაჟორიტარობის კანდიდატს ლანჩხუთსა და ჩოხატაურში ნინო წილოსანს ეკუთვნის.
„ბიზნესის განვითარების ცენტრების“პრეზენტაციას რეგიონის მცირე მეწარმეები და ფერმერები ესწრებოდნენ.
როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, ცენტრების ძირითადი
ფუნქცია იქნება ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერა და მათთვის საქმიანობაში
ხელშეწყობა ახალი ტექნოლოგიების, საუკეთესო პრაქტიკის და
სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობისთვის საჭირო ინფორმაციის გაზიარების გზით.
„მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემს საარჩევნო კამპანიაში
მთავარი დაპირება სწორედ დასაქმებაა, რასაც ნაწილობრივ ჩვენი პოლიტიკური პროგრამით
უზრუნველვყოფ და დიდწილად კი ადგილობრივი მეწარმეობის განვითარებითა და კერძო ინვესტიციების
შემოტანით, რაზეც ძალიან აქტიურად ვიმუშავებ“, - აღნიშნა დეპუტატობის კანდიდატმა.
კომენტარი