თუ ვინმე გიყვარს და მიგატოვებს...
თუ ვინმე გიყვარს
და
მიგატოვებს,
მართლა თუ
გიყვარს,
ყოველი მისი
გახსენება
მიტოვებას გავს,
განა ხელახლა,
ან
თავიდან,
ან
სხვა ასეთი,
არამედ
უფრო ხელმეორედ
და
მეათასედ
და
ბოლოს ხვდები
თუ
როგორ
გავს ეს ყველაფერი,
ნათითურების
და
თითების ურთიერთკავშირს,
ანუ გინდება,
რომ
ვიღაცამ ხელი მოგაჭრას,
რადგან
შენ თვითონ
გაკეთება ამის არ ძალგიძს,
რადგან
არ იცი,
როგორ
ხდება გადაყვარება,
ან თუ საერთოდ
ხდება რამე ამისი მსგავსი.
კომენტარი